ოღასკურას კალაპოტი პარლამენტის ყოფილი შენობიდან სამაშველო სამსახურამდე ამოწმენდილია – ამის შესახებ “მეგა ტვ”-ს ქუთაისის მერიის ინსფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა ანტონ ჩიხლაძემ განუცხადა.
მისივე თქმით მოსახლეობის დატბორვა ჭარბმა ნალექმა გამოიწვა.
“როდესაც მოედინება დიდი ნიაღვარი, მას მოყვება ხეეები, აი ამ მომენტში ხდება რაღაც ნაწილში ჩახერგვა, ოღასკურა ძირითადად გაწმენდილია, პარლამენტის ყოფილი შენობიდან სამაშველო სამსახურამდე, ასაქცევი გზა გაკეთებულია იმისათვის რომ დაცლა მოხდესს. რაც შეეხება ბუკიას მაცხოვრებლებს, ისინი ოღასკურასთან პირდაიპრ კავშირში არ არინ. იქ გადის ორი არხი, ერთი არის რომელიც მოდის მარჯვენა დასახლებისკენ, სადაც დაერთება ხდება და მეორე არის სამელიორაციო არხი. ორივე არის ახლა დატვირთული, როდესაც ასეთი ძლიერი წვიმებია და ჯერჯერობით, ღმერთის წყალობით ახდენს დაცლას. წვიმის გადაღებიდან სამ წუთში წყალი უკვე აღარ დგას არსად. ანუ ეს ჭარბი ნალექის ბრალია.” – განაცხადა ანტონ ჩიხლაძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ქუთაისში მოსულმა უხვა ნალექმა მოსახლეობა დააზარალა. პრობლემები შეიქმენა ავტოქარხნის დასახლებაში, ავტომშენებლის ქუჩაზე დაიტბორა საცხოვრებელი კორპუსების სარდაფები, სათავსოები, წყალი შევიდა პირველ სართულზე, დაზიანდა ავეჯი და ტექნიკა. მოსახლეობა დატბორვის მთავარ მიზეზად მდინარე ოღასკურას კალაპოტის გაუწმედაობას ასახელებს.










