სტიქიაა იმერეთში. ძლიერმა წვიმამ ქუთაისში მოსახლეობა დააზარალა. გვიან ღამით დაიტბორა ქუჩემი, ეზოები, საცხოვრებელი სახლები. დაზიანდა ტექნიკა, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები.
ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარე ოღასკურა. ავტომშენებლისა და ბუკიას ქუჩებზე წყლის მოვარდნის შედეგად მოსახლეობას მთელი ღამის გათევა მოუხდა. როგორც ადგილობრივები “მეგა ტვ”-თან ამბობენ სანიაღვრე სისტემა ვერ ახერხებს წყლის ნაკადის გატარებას, გაჭედილია საკანალიზაციო სისტემა, რის გამოც ყოველი წვიმის დროს იტბორება ეზოები, სათავსოები, სარდაფები. მოსახლეობის ნაწილს ბუკიას ქუჩაზე საცხოვრებელი ფართები დაეტბორათ.

როგორც ბუკიას ქუჩის 14 ნომერში მცხოვრებლები ამბობენ გვიან ღამით წყალში გაიღვიძეს. მათი თქმით ფართები ფაქტიურად საცხოვრებლად გამოუსადეგარია.

დიდი ზარალი მიადგა ოჯახს, რომელიც ბუკიას 18 ნომერში ცხოვრობს. დარეჯან კაკაბაძის თქმით ახალაგრემონტებული სახლის პირველი სართული თავიდან სარემონტოა და ავეჯიც შესაცვლელია.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა გამარჯვებისა და მიმდინარე ქუჩებზე. მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს სტიქიასთან გამკლავებას, დატბორილი ეზოებისა და სარდაფების დასუფთავებას.
კვლავ დაიტბორა ვაჟა-ფშაველას 116ა-ში მცხოვრები ოჯახი. ადგილობრივე დახმარებას ითხოვენ. ბუნებრივი სასულე, რომელიც წლების განმავლოში სანიაღვრის ფუნქციას ასრულებდა გაიჭედა და ახლა დასახლების შუა გულში უზარმაზარი საკანალიზაციო თუ წვიმის წყლით წარმოქმნილი “ტბა” გაჩნდა, რომელიც ყოველი წვიმის დროს საცხოვრებელ ეზოებს ტბორავს და ანტისანიტარიის რეკაა.

როგორც მოსახლეობის ნაწილი “მეგა ტვ”-თან საუბრისას ამბობს 112 არაერთი ზარის მიუხედავად, მათ დასახმარებლად არავინ მისულა.










