პარლამენტმა შესაძლოა, ბინების ფასის რეგულირების კანონზე მუშაობა დაიწყოს. ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მოქალაქე მარიამ ჭყონიამ პარლამენტს და პრემიერ-მინისტრს უკვე მიმართა.
როგორც საკანონმდებლო წინადადების ავტორი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში საქართველოში ბინების ფასმა კატასტროფულად მოიმატა, რითაც ზარალდებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ბინის შეძენას ვეღარ ახერხებენ.
წინადადების ავტორი საუბრობს მათ შორის, ბათუმში არსებულ სიტუაციაზეც.
„ბათუმი ფაქტობრივად მაკლერების ბიზნეს ქალაქად იქცა, სადაც ფასები არის გაუკონტროლებელი. ამას ადასტურებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში არსებული საქმეებიც, მაკლერებზე, ბინის მეპატრონეებზე, რომლებიც ერთი და იგივე ბინას რამდენიმე მოქალაქეზე თაღლითურად ყიდიან. მოგიწოდებთ, მთავრობის, პარლამენტის მიერ შემუშავდეს კანონი, რომლითაც მოხდება ბინების ფასის რეგულირება, დასტაბილურება და კანონის ფარგლებში მოქცევა,“-აღნიშნულია საკანონმდებლო წინადადებაში.