“ხელისუფლებამ კვლავ უარი განაცხადა პრაიდის ფესტივალის მონაწილეების ფუნდამენტური, კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფაზე, მოტყუებით მისცა მათ უსაფრთხოების გარანტიები და კვლავ დააყენა ისინი შავრაზმული ფიზიკური ძალადობის საფრთხის წინაშე და მისივე მოკავშირე პუტინისტური კრიმინალური ჯგუფების მოგერიების ნაცვლად, თავად ფესტივალის მონაწილეები გაიყვანა კერძო საფესტივალო ტერიტორიიდან.
ივანიშვილის რეჟიმი არის რუსული და მისი ქვეყნის მართვიდან ჩამოშორების გარეშე საქართველოს არცერთი მოქალაქე არ იქნება მსგავსი ძალადობისგან დაცული.
ხელისუფლება პუტინისტების ხელით არა ამ კონკრეტული ჯგუფების, არამედ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას ებრძვის და ამის გააზრება მართებს ამ ქვეყნის ყველა გულშემატკივარს”. – ევროპული საქართველო










