წლიურად ყველაზე მეტად სანოტარო გადასახდელი გაიზარდა. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.
კერძოდ, საქსტატის 2023 წლის ივნისის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სანოტარო გადასახდელი 95,62%-ით არის გაზრდილი.
„ბიზნესპრესნიუსი“ იმ ტოპ-10 მომსახურების შესახებ წერს, რომელიც მოქალაქეებს წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაუძვირდა:
სანოტარო გადასახდელი – 95,62%;
მეტროპოლიტენით მგზავრობა – 31,35%-ით;
დასწრება სპექტაკლზე – 30,91%;
საბანკო მომსახურების ღირებულება – 27,93%;
ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება – 26,45%;
ასლის გადაღება – 22,85%;
ძიძის მომსახურების ღირებულება – 21,03%;
სტომატოლოგის მომსახურება (კბილის დაბჟენა) – 15,42%;
მამაკაცის თმის შეჭრა – 14,48%;
ქალის თმის დავარცხნა – 14,45%.
Bpn.ge










