სულ რაღაც 20 წუთის წინ სახლიდან გავედი ,მაღაზიაში მივდიოდი და ჩემი ნაცნობი, ულამაზესი და უკარგესი ახალგაზრდა ქალბატონი, 3 შვილის დედა დავინახე, როცა თავადაც დამინახა,იმის ნაცვლად, რომ ჩემს ღიმილს და შეხვედრის მოლოდინს ჩვეული ღიმილითვე შეხვედროდა, უცებ შეტრიალდა და გზა სხვა მიმართულებით გააგრძელა, გავოგნდი და დავუძახე, დაძახებისას შევნიშნე, რომ ნაბიჯებს აუჩქარა,მივხვდი, რომ თავს მარიდებდა, მაგრამ ვერ მივხვდი, რატომ…
მეც ჩქარი ნაბიჯით დავეწიე და ისევ დავუძახე, როცა ჩემი მიახლოება იგრძნო, ვეღარ მკადრა , რომ გამქცეოდა და მაშინ შემოტრიალდა და ტირილი აუტყდა. გავგიჟდი, ვერაფერი გავიგე,
რა ხდება,რა გჭირსთქო ვკითხე და დიდი ფერადი სათვალე თვალიდან ჩამოიხსნა და დავინახე მაგეამ რააა… საშინლად ჩალურჯებული ჰქონდა თვალის ორივე უპე,ანუ ტირილით ,მაგრამ სიტყვების გარეშე დამანახა ეს მდგონარეობა და მაშინვე სათვალე მოირგო ისევ.
რასაკვირველია დავაწყნარე, იქვე ბინის ეზოში ჩამოვჯექით და ვკითხე თუ რა დაემართა…
პასუხი და საერთოდ ამბავი იყო ისეთი, რამაც ამჭრა, თუმცა, სამწუხაროდ არ არის ასეთი ამვები იშვიათი და უცხო.
მითხრა წუხელი ძმა მომივარდა და მცემაო.
(ხალხნო ძალიან წარმატებული და მაღალზნეობრივი გოგია, შესაძლოა ბევრი იცნიბდეთ, მაგრამ არ ვასახელებ რასაკვირველია)
ე.ი რა ყიფილა მიზეზი…
წლებია თურმე ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ყოფილა,,ქმარი.ძალადობდა და თავი რატომ ვერ დააღწია აბა თუ მიხვდებით?
თურმე დედა და ძმა “პირზე ხელს აფარებდა”.
– უნდა შეეგუო, ასე ხდება ყველა ოჯახში, ეს ჩვეულებრივი პრობლემაა და გასაქცევი არაფერი გჭირს.აბა ისე რომელი ოჯახია, სადაც ასეთი რამე არ ხდება. შვილები გყავს და ოჯახი ჭირდებათ, მეზობელი ცაცო რომ არი, იმას სულ ჩვენი საჭორაო ინტერესი აქვს და რას იტყვის, დაგვცინებს, ჩვენს ნათესავებთან ხომ იცი როგორი რეპუტაცია გვაქვს, მერე ვინღა გვცემს პატივს, მოგვეჭრება ყველგან თავი და აშ. მოკლედ გაწირეს…
ასე წლები ვითმენდიო თქვა და ერთ დღეს ვერ გავუძელი და თავის მოწამვლა ვცადეო…
მაშინ ჩემმა უფროსმა შვილმა გადამარჩინა და აკივლებული ბავშვები რომ დავინახე , გადავწყვიტე, რომ ოჯახიდან უნდა წამოვსულიყავითო. წამოვედი და ძალიან მიჭირს მესამე თვეა ქირის გადახდაო, სამუშაოდ რომ გავიდე, ბავშვებს ხშირად დედასთან ვტოვებო და იქედან ისეთი “ჩაბერილები” და შეცვლილები მოდიან ორი პატარა, რომ ერთი კვირა მათ დაწყნარებას ვუნდებიო, ანუ ბებიამისი არიგებთ, რომ იტირონ მამის ოჯახში დაბრუნებისთვის, ისე იტირონ რომ არ გაჩერდნენო. ისიც კი უთქვამს, რომ ასე ყველა ოჯახში ცემენ მამები ხანდახან დედებს, ამის გამო დედაშენი არ უნდა წამოსულიყოო. ახლა მეგობრები სკოლაშიც და ყველგან დაგცინებენ და გარეთ ვერ გამოხვალ სირცხვილითო,.თან ჩვენი მეზიბლები უკვე დაგვცინიანოო….. მოკლედ ჭკუიდან შემშლელი სიტყცებიიიიიი…
მოკლედ, საბოლოო …. ცემის მიზეზი რა გამხდარა მისი ეგრეთწოდებული ძმისგან არ გაინტერესებთ?
გასულ კვირაში ბავშვი ავად გამხდარა და ტაქსი გამოუძახებია საშინელ თხლეშა წვიმაში, რომ პოლიკლინიკამდე მიეყვანა. გამოძახებული ტაქსის მძღოლი მისი მის მეგობარი აღმოჩნდა, რომელსაც გაჰკვირვებია და უკითხავს ,ამ მისანართზე რა გინდაო. მასაც გულწრფელად უთქვამს რომ მეუღლის ოჯახიდან წამოსული იყო.
რასაკვურველია მის ძმამდე მივიდა ეს ამბავი და ისიც მოუვარდა დას და ცემა, იმის გამო, რომ ქმარს გაშორდი და ეს ჩემმა ძმაკაცმა გაიგო და შემარცხვინე ამის გამოო.
ვუსმენდი და ძარღვებმა ლამის დამახრჩო.
ახლა ნაცნობ ადვოკატთან მივდივარ და ეს ამბავი უნდა გავაცხადო, რადგან სხვა გზა არ დამრჩა, არავინ მყავს სამცველი და სამხნარეცო…. პირიქით, ყოველნაირ ზეწოლას აქვს ადგილიო.
დედამ დამირეკა და მკითხა, ძაან გეტყობა სილურჯეებიო? მერე მითხრა, არ გახვიდე ახლა გარეთ სანამ ეს სილურჯეები არ გადაგივა, ნასვამი ყოფილა შენი ძმა და დღეს აღარაფერი ახსოვსოოო….
ხალხნო თქვენი აზრი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის პირველი მკვლელი დედააა.
ჰო, დედა თურმე იმასაც უძახის, შენ ალბათ მეორედ გათხოვება გაქვს ჩაფიქრებული და მიტომ გაცილდი ქმარს, თორემ შენს ქმარს რა აქვს გაუძლებელიო
არ მითქვამს ,რომ არ წასულიყო ადვოკატთან, “ვირის აბანო” არ აწყენთ მაგათ ნამდვილად.
ვიდრე ცაცოები ,მანანები, ჟუჟუნები და ქსენიები იქნეებიან მეზობლები მიზეზად და მათი აზრი იქნება უპირატესი, ვუდრე შვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომ არაფერი ვთქვათ კეთილდღეობაზე, მეზობლები, ახლობლები და ნათესავები, და უფრო მეტად საკუთარი უაზრო პრინციპები, რომლის გამოც შვილებს წირავენ, მანამდე ეს პრობლემა იქნება ყოველთვის.
ახლა დედამისს…
– მერე რა რიმ შენ შობე და გაზარდე, იმის უფლება ვინ მოგცა, რომ მუდმივი ტანჯვისთვის იმეტებ შვილს და საერთოდ ადამიან(ებ)ს. ან თუნდაც მუდმივი მარტოობისთვის, ან თუნდაც მუდმივი უარყიფუსთვის…..
არ მინდა ასეთი ქალები და კაცები
ქართველები იყვნენ, რადგან ჩვენი ერი ყველაზე ჰუმანური და მოსიყვარულე ერი ვართ, ასეთი ცხოველებიც არიან გამონაკლისები, რომლებიც ლაქას ცხებენ მთლიანად ქართვრლობას.
მდედრობითი სქესის სახელით მამკაცებს უკავშირდებოდნენ და გაცნობის საბაბით წინასწარ შერჩეულ ადგილზე შეხვედრას უნიშნავდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ - ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს - საკითხზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართა
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, მთაწმინდის რაიონში, ლ.ქიაჩელის ქ. N28-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. „სამუშაოების მიმდინარეობისას 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი...
29 ოქტომბერს, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში უმეტესად ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, სინოპტიკოსები +15 გრადუსს და წვიმას პროგნოზირებენ. გაგრა +24 მოღრუბლული სოხუმი +23 მოღრუბლული ზუგდიდი +23...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე 5 პირი დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან 6 160 კოლოფი, ხოლო ავტომობილიდან...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს. "სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,...
ვერძი დღე აქტიურობასა და გაბედულ ნაბიჯებს გპირდებათ. ენდეთ საკუთარ შესაძლებლობებს, თუმცა გადაწყვეტილებები დაუფიქრებლად არ მიიღოთ. კურო ყურადღება ფინანსებსა და პირად ურთიერთობებზე გაამახვილეთ. სიმშვიდე და მოთმინება სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. ტყუპები...
საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების მოწყობისთვის საგადასახადო შეღავათებს უწესებს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 73-მა დეპუტატმა, 5 კი წინააღმდეგი იყო. ცვლილება ქართული ოცნების დეპუტატების...
მარნეულში დღეს, შუადღის საათებში, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ხორცის მაღაზიაში მოხდა. დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის უცნობია, რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა. ადგილზე...
პარლამენტმა დაჩქარებული წესით “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სემეკს ენიჭება უფლებამოსილება როგორც წყლის, ასევე ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის დიფერენცირებული ტარიფები დაადგინოს. მიღებული კანონის თანახმად, სემეკი...