,,მესამე წელია, იპოდრომის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს. პერიოდულად , სამშენებლო პროცესი გააქტურდება, ხანდახან კი მიიძინებს ხოლმე. ბოლო თვეებში , მერიის სამსახურების მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა, კერძოდ, ხეებისა და ნარგავების ჭრამ გამოუსწრებელი ზიანი მიაყენა ტერიტორიას და კიდევ უფრო მეტი კითხვები გააჩინა სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა-შესრულებასთან დაკავშირებით. იპოდრომის სამეზობლო თემის არაერთ შეტყობინებას მუნიციპალიტეტის სამსახურებისგან კანონით გათვალისწინებული რეაგირება არ მოჰყოლია.
19 ივნისს, 17:00 საათზე, იპოდრომის სამეზობლო თემი თბილისის მერიასთან იკრიბება და მერთან შეხვედრას მოითხოვს, რათა კანონით გათვალისწინებული უფლება გამოიყენონ და მონაწილეობა მიიღონ მათ საცხოვრებელ უბანში არსებული საჯარო სარეკრეაციო სივრცის რებილიტაციის პროცესში.
ამ წლების განმავლობაში, იპოდრომის სამეზობლო თემმა პასუხისმგებელ პირებთან კომუნიკაცია არაერთხელ მოითხოვა, მათ შორის, ოფიციალური განცხადების მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ მერის საჯარო დაპირებები საპირისპიროში გვარწმუნებდა და სამომავლოდ კომუნიკაციის იმედს აჩენდა, სამწუხაროდ, მათ ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. “-წერია გავრცელებულ განცხადებასი.










