ქუთაისის მერიამ წყალტუბოს ქუჩიდან “გოჭოურას” სასაფლაოსკენ მიმავალი გზის დამაგრების და გაფრინდაშვილის ქუჩის მეოთხე ჩიხის #3 მიმდებარედ ფერდის დამაგრების სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის ტენდერი გამოცხადდა. NAT230012338
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 22 000 ლარია . წინადადებების მიღება 23 ივნისს დასრულდება.
მოქალაქეები უკვე წლებია აღნიშნულ ქუჩებზე გამაგრებითი სამუშაობის ჩატარებას ითხოვენ. ტერიტორიები მეწყრულია და საფრთხის შემცველი იქ მაცხოვრებელთათვის.