ბაზისბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდში „ლურჯი მოცვის“ ბაღები გაშენდა
ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას. ამჯერად, შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში, ზუგდიდის რიონის სოფელ რიყეში, 4.34 ჰა ფართობზე, ლურჯი მოცვის ბაღები გაშენდა.
ბიზნესისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი, ლურჯი მოცვის 14,000 ნერგის შეძენა/გაშენებას, ჭაბურღილის და სარწყავი სისტემებით მოწყობას მოხმარდა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 300,000 ლარი შეადგინა.
“ლურჯი მოცვი” სეზონზე 15 ტონამდე მოსავლის მიღებას გეგმავს, ხოლო მომდევნო წლებში წარმადობა ეტაპობრივად გაიზრდება. პირველ ეტაპზე, პროდუქციის რეალიზება როგორც ქართულ, ასევე საზღვარგარეთის ბაზრებზე განხორციელდება. ბაღებში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
„ბაზისბანკთან პარტნიორობით, 4,34 ჰა ფართობზე, წარმატებით გავაშენეთ ლურჯი მოცვის ბაღები. პროდუქციის მოსავალს შემდეგი წლიდან ველოდებით და დაგეგმილი გვაქვს ექსპორტზე გატანა. ბაზისბანკთან თანაშმრომლობის ფარგლებში, სამომავლოდ ვგეგმავთ პროექტების გაღრმავებას სამაცივრე მეურნეობის ხაზით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობით, რეგიონში აგრო მიმართულების გასაძლიერებლად, კიდევ არაერთ სასარგებლო პროექტს განვახორციელებთ.“ – აღნიშნა შპს ლურჯი მოცვის დირექტორმა, გოჩა მესხმა.
„კენკროვანი კულტურების, მათ შორის მოცვის გაშენება, პოპულარული გახდა ბოლო პერიოდში, რაც შესაძლებლობას აძლევს ფერმერს აწარმოოს და სარეალიზაციოდ გაიტანოს მოცვი როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე ექსპორტზე. ჩვენი მხრივ კი მუდმივად ვზრუნავთ განვავითაროთ თანაშრომლობა სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ კომპანიებთან, ხელი შევუწყოთ ფერმერული მეურნეობების განვითარებას და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის. წარმატებებს ვუსურვებთ ლურჯ მოცვს და ჩვენი პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.“ – განაცხადა ბაზისბანკის აგრო ბიზნესის მიმართულების უფროსმა, შმაგი ბრეგაძემ.
Basisbank Invests in Blueberry Orchards in Zugdidi
Basisbank, one of the major supporters of business, continues to fund the development of local business. Blueberry orchards were planted on an area of 4.34 hectares in the village of Rike, Zugdidi, Samegrelo, within the framework of the preferential agricredit project.
The funds allocated to the business were used to purchase/plant 14,000 blueberry seedlings, to arrange a well and irrigation systems. The total cost of the project was GEL 300,000.
It is planned to harvest up to 15 tons of blueberries during the season, and the yield will gradually increase in the following years. Initially, the crops will be sold both in the domestic and overseas markets. Local people are employed in the gardens.
“In partnership with Basisbank, we have successfully planted blueberry gardens on an area of 4.34 hectares. We expect to harvest the crops next year and plan to export them. In partnership with Basisbank, we plan to expand the project to include cold storage. I am convinced, that with our cooperation, we will implement many more useful projects to strengthen agriculture in the region,” said Gocha Meskhi, Director of Blueberry Ltd.
“Cultivation of berry crops, including blueberries, has gained momentum, giving farmers the opportunity to produce and sell blueberries both domestically and for export. On our part, we are pleased to develop cooperation with agriculture companies, promote the development of farms and create new opportunities for successful business. We wish Blueberry every success. Our partnership will expand in the future,” said Shmagi Bregadze, head of Basisbank’s Agribusiness Department.