“ხონის მაცხოვრებელი ორი ბავშვია დაკბენილი, ერთი სამტრედიის მაცხოვრებელი. ისინი ქუთაისში გადაიყვანეს, დაეწყოთ ანტირაბიული მკურნალობა. მოვიკვლიეთ კონტაქტში მყოფი პირები, პროცესი გრძელდება. ისინიც იწყებენ და დაწყებული აქვთ ანტირაბიული მკურნალობა “-აცხადებს ლელა გოფოძე ხონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი
ხონში ცოფის ვირუსი დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, ძაღლმა, რომელსაც ცოფი დაუდასტურდა, რამდენიმე ადამიანი დაკბინა, მათ შორის ბავშვები. ძაღლი მოკვდა. დაკბენილი მოქალაქეები უკვე აცრეს. რეგიონში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.