LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„ახალი საირმე“ „Art-გენს“ უმასპინძლებს

„ახალი საირმე“ „Art-გენს“ უმასპინძლებს

დაპოსტა 2023/05/11-ში
A A
55
ნახვა
გაზიარება

„ახალი საირმე“ „Art-გენს“ უმასპინძლებს

ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფესტივალი „Art-გენი“ წელს უწყვეტი არსებობის 20 წლის საიუბილეო აღნიშვნისთვის ემზადება. თუმცა ფესტივალის მოყვარულებს ივლისამდე ლოდინი არ მოუწევთ. „Art-გენი ჯგუფი ახალი საირმისთვის“ – ამ სახელითა და იდეით გაიმართება აქცია-კონცერტი 20 მაისს კურორტ საირმეში. ივლისში კი ფესტივალი ტრადიციულად თბილისში გაიმართება.

ღონისძიება „ახალ საირმეში“  ღვინის, კულინარიისა და ადგილობრივი წარმოების გამოფენა-გაყიდვით გაიხსნება. რეგიონის ფოლკლორული ანსამბლებისა და შემსრულებლების შემდეგ კი „არტგენის“ ერთგული მსმენელი საყვარელ ჯგუფებს შეხვდება. „ჩვენებურები“, „ფრანი“, „REGGAEON“, ნიაზ დიასამიძე, „33ა“- „ახალი საირმის“ სტუმრები  გამორჩეული ქართველი შემსრულებლების მოსმენას მხოლოდ ერთი დღით ჯადოსნურ გარემოში შეძლებენ.

 

გაგა ფრანი, „Art-გენის“ ორგანიზატორი: „ფესტივალისთვის დამახასიათებელი ნიშაა სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობა და ექსპედიციები ახალი სახეების, ოჯახების ან ძველისა და მიკარგულის აღმოჩენისთვის. თუმცა საირმეში აქამდე არ ვყოფილვართ. ეს რაიონი ძალიან დიდი ფოლკლორული კულტურით გამოირჩევა. რეწვით დაწყებული, მუსიკითა და ცეკვით დასრულებული ძალიან სავსე კუთხეა. ზოგადად, სადაც ღვინის ტრადიცია არსებობს და დღემდე წარმატებით ცოცხლობს, იქ ქართული ცეკვა-სიმღერა და ფოლკლორიც ყოველთვის საინტერესოა. სწორედ ასეა საირმეშიც“.

ფოლკლორის, ქართული რეწვისა და თანამედროვე, საავტორო ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ფესტივალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას. რეგიონული ტურნეს დაგეგმვისას „Art-გენი“ ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით არჩევს ფესტივალის ადგილებს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, „ახალი საირმის“ სივრცე და ხასიათი სრულად პასუხობს ფესტივალის შინაარსსა და მოთხოვნებს.

გაგა ფრანი, „Art-გენის“ ორგანიზატორი: „ახალი საირმის“ ის გარემო, სადაც ფესტივალი მოეწყობა, რომ ჩადიხარ, უკვე „არტგენია“, ისეთია ირგვლივ ყველაფერი. რაც შეეხება თვითონ ღონისძიებას, რატომაა ის ორმაგად მიმზიდველი და სასიამოვნო „არტგენის“ მეგობრებისა და თანამგზავრებისთვის – თუ ჩვენს მსმენელებსა და ფესტივალის ერთგულ გულშემატკივრებს სხვადასხვა დღეს ვთავაზობთ ხოლმე მათთვის საყვარელი სხვადასხვა ჯგუფის კონცერტებს, აქ მათ ერთიანი მიქსი დახვდებათ. სტუმრებს შეეძლებათ, საირმის ულამაზეს ბუნებაში მათთვის საყვარელ ჯგუფებს მთელი დღის განმავლობაში უსმინონ. ის, რაც შეიძლება თბილისში ეთნოგრაფიულში ერთი კვირის განმავლობაში მოხდეს, საირმეში, ამ საოცარ გარემოში, ერთ დღეში მოხდება“.

19 მაისს, მთავარ ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე, სასტუმრო „ახალ საირმეში“  სპეციალურად სასტუმროს სტუმრებისთვის, დახურული მუსიკალური საღამო – გაგა ფრანის აკუსტიკური პერფორმანსი გაიმართება.

20 მაისს კი „Art-გენზე“დასწრებას, სულ, 600 მსურველი შეძლებს. ბილეთების გაყიდვა და სასტუმროს დაჯავშნა უკვე შესაძლებელია. უნიკალური ადგილმდებარეობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა – „ახალი საირმე“ მზადაა ფესტივალის სტუმრებისთვის ჯადოსნური მუსიკალური თავგადასავალი კიდევ უფრო სრულყოფილი გახადოს.

 

 

თეგები: „ახალი საირმე“ „Art-გენს“ უმასპინძლებსart geniარტ გენი
გაზიარება22

დაკავშირებული -პოსტები

გია ბარამიძე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
გია ბარამიძე დააკავეს
მთავარი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დააკავეს. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა გიორგი ბარამიძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს. დაკავების ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მეუღლე ავრცელებს. უკავშირდება თუ არა გიორგი ბარამიძის...

დაწვრილებითDetails

3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა
მთავარი

მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე, 3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა - ინფორმაციას მარნეული ნიუსი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი კლინიკა „ავერსში“ გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.

დაწვრილებითDetails

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა – შიო III

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო
მთავარი

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა, - ამის შესახებ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, შიო მესამემ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის...

დაწვრილებითDetails

კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება – კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, ადამიანები დაკავებული არიან კარიერით და ოჯახები შვილების გაჩენისგან თავს იკავებენ – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ასე იქნება - კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “საქსტატის” მონაცემებს, რომლის თანახმად, 2026 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ...

დაწვრილებითDetails

ახალი საწყისი – როგორ იმოქმედებს 11 სექტემბრის ახალმთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებზეც 24 ივლისის ახალი მთვარე ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს
მთავარი

ასტროლოგი ნინა ხომერიკი 11 სექტემბრის ახალმთვარეობის შესახებ საუბრობს. „11 სექტემბერს ველოდებით ახალმთვარეობას ქალწულის ზოდიაქოში, რომელიც მოხდება მის 18°25′ -ზე, GMT დროით 03:27 -ზე, ხოლო საქართველოს დროით 07:27 საათზე. ასტროლოგიურად, ეს...

დაწვრილებითDetails

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუკზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის მიმართ წარდგენილი საქმის წარმოება შეწყვიტა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
მთავარი

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო - მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ წარდგენილი...

დაწვრილებითDetails

შეიარაღებული თავდასხმა და ორმხრივი სროლა ოზურგეთში

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შეიარაღებული თავდასხმა და ორმხრივი სროლები იყო ოზურგეთში - "გურიის მოამბის" ინფორმაციით, ორი დღის წინ თავისუფლების (კვირიკეთი-ყოფილი ნესტორ კალანდარიშვილის) ქუჩაზე, დუმბაძეების საცხოვრებელ სახლზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც მოქალაქე კახა დუმბაძე მსუბუქად...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვან პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს...

დაწვრილებითDetails

სად და როგორ ცხოვრობდა იოანე ნათლისმცემლი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება ტარდება. მორწმუნეები კი ამ დღეს მარხვას იცავენ. იოანე უდიდესი წინასწარმეტყველი გახლდათ. მან ძველი...

დაწვრილებითDetails

მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია ვრცელდება

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"