LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჩვენთან რევოლუციები ასე ვერ მოხდება-მეუფე იაკობი

ჩვენთან რევოლუციები ასე ვერ მოხდება-მეუფე იაკობი

დაპოსტა 2023/05/06-ში
A A
74
ნახვა
გაზიარება

ჩვენთან რევოლუციების ესკორტები ასე ვერ მოხდება. შეხედონ, ძალიან დიდი ძალაა ხალხთან, დიდი ძალაა ეკლესიაში. ჩვენ გაჩერებული კი ვართ, რაღაც პროცესებში სპეციალურად არ ვერევით, რაღაც რომ არ დავაზიანოთ, თორემ საკმაოდ შეგვიძლია… აი, სულ რამდენი იქნებიან? გამოვლენ და ხმამაღლა იტყვიან, რომ კაცი კაცი არ უნდა იყოს და ქალი ქალი არ უნდა იყოს, ბავშვებმა სქესი გადაიკეთონ? რას ჰქვია, სადაური წესია?! – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანისთვის უპირველესი ღმერთისკენ სწრაფვა და სამშობლოს სიყვარული უნდა იყოს.

„დღეს რა მიკვირს, მსოფლიო გადარეულია. ამაზე საუბარი ხშირად მიწევს. რა ხდება გარეთ, იმის არ მიკვირს, მე მიკვირს ის, რომ საქართველოში არიან ადამიანები, ისეთი აზრები მოსდით, რომ ადამიანი თუ ლაპარაკობ ოჯახზე, ღმერთზე, შენ სარწმუნოებაზე, მოყვასის სიყვარულზე, ღირსებაზე და გინდა, რომ ეს იყოს არა მარტო შენში, არამედ შენს ხალხში, ასევე თავისუფლება თუ გინდა, ბევრი რამე თუ გინდა, როგორც ზოგიერთი ტვინგამორეცხილისგან მოვისმინე, ეს ყოფილა რუსეთუმეობა. ე.ი. რუსეთი ამ ღირსებებით არის დაჯილდოებული და ეს ღირსებები მსოფლიოში არ არის? ქართველ კაცს არ აქვს მამული, ენა, სარწმუნოება ჩვენთვის უპირველესი არ არსი? ჩვენმა ერის მამამ, წმინდა ილია მართალმა არ დაგვიბარა? პატრიარქი არ გვეუბნება – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი?“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან, მეუფემ მიმართა ახალგაზრდებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგები არიან, წინა თაობები არასდროს დაივიწყონ.

„ხშირად მიწევს უცხოეთში ყოფნა. ეს იქნება აშშ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანა, იქ ძალიან ბევრი რამე მოსაწონია, მაგრამ ბევრი რამე ისეთია, რაც ჩემთვის მიუღებელია და მას არასდროს მივიღებ. ამიტომ, ევროპა იქნება, ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი და ა.შ. უნდა შეეგუონ იმას,რომ ქართველები ასეთები ვართ. ქართველებო, იცოდეთ, რომ ღმერთი ჩვენ არასდროს გაგვწირავს. უარესი დრო გამოგვივლია, უარესებიც გვინახავს. ჩვენ ვჭირდებით ევროპას, ჩვენი სისუფთავე და ჩვენი იდეები სჭირდება. რაც კარგი აქვთ იმათ, იმ კარგში გაუმარჯოთ, რაც ჩვენთვის ცუდია ვერ მივიღებთ! როცა მეტყვიან, რომ „მამაკაცის და დედაკაცის გარდა… სხვა ვიღაცაა“, ღმერთმა მასწავლა, ღმერთისგან გვჯერა ის… ვიღაცა თუ წარმოიდგენს და თქვას, ანგელოზი ვარ ან რაღაც თქვას, დაუჯერებთ?! ნება მათია, თავიანთ ქვეყნებში რა კანონებიც უნდათ ის მიიღონ. ჩვენ როგორც ვართ გვაცადონ და ასე ვიცხოვრებთ. გამოვიდნენ და პირდაპირ თქვან, ხომ ფიქრობენ მომავალზე, როგორი საქართველო გვინდა, კაცი კაცი არ იყოს და ქალი ქალი არ იყოს? ჩვენ ხომ არავის დავდევთ, არც რასობრივი და არც იმის ნიშნით, რა მიდრეკილება აქვს გონებაში, თუ ისე. ასე არ ყოფთ ადამიანებს, ადამიანი ადამიანია თავისი ცოდვებით და თავისი კეთილი საქმეებით. ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ან ღვთის სათნო საქმეები ან ღვთისთვის არასათნო საქმეები, რომელიც თვითონაც აზიანებს. ღმერთი და ის ერთმანეთში თვითონ გაარკვევენ. მე ნუ მიქადაგებ, ჩემი ისტორიის ერს ნუ მიქადაგებ რაღაცას. არავინ მოგცა უფლება, ვინ ხარ, 20 წელია რაღაც დაიწე? რომელი ხარ ავტორიტეტი? გამოვიდნენ და მითხრან, ჩვენთვის რომელია ავტორიტეტი. ქრისტეზე მეტი ავტორიტეტი ვინ არის. უნდათ შეგვიცვალონ, ღმერთი შეგვიცვალონ. მე ის ადამიანი არ ვარ გითხრათ, ქართველობას… ვერავინ ვერაფერს წაგვართმევს! ვინც ვართ, რაც ვართ, ეს ვართ! ქიზიყში ვართ და ვიბრძოდით, მოწინავე ლაშქარი ვიყავით, ვწყდებოდით, მაგრამ ვერ გაგვწყვიტეს. ვენახიც და ყველაფერიც გვაქვს. შაჰ-აბასით დაწყებული და დღევანდელი შაჰ-აბასებით დამთავრებული, რას არ აკეთებენ. ნუთუ ქართველობა და ძლიერება არის ის, რომ იძახო, რუსი ხარო? – რუსი შენ ხარ! შენთვის ღირსება, ოჯახი, კაცობა, მამობა, დედობა თუ მიუღებელია შენ ხარ მიუღებელი და რუსიც არ ხარ იმიტომ, რომ რუსს კიდევ რაღაც ის აქვს. საერთოდ უგვანი ხარ, მსოფლიოს არცერთი ქვეყნის მოქალაქე არ ხარ. კეთილი ინებეთ და თქვენი ასეთი რაღაცები თქვენ დაიტოვეთ და ჩვენ ნუ გვასწავლით ჭკუას. ჩვენ ჭკუის სწავლა არ გვჭირდება. მიხარია, რომ ჩვენთან უკვე ამაზე ყველა ხმამაღლა საუბრობს. ჩვენთან რევოლუციების ესკორტები ასე ვერ მოხდება. შეხედონ, ძალიან დიდი ძალაა ხალხთან, დიდი ძალაა ეკლესიაში. ჩვენ გაჩერებული კი ვართ, რაღაც პროცესებში სპეციალურად არ ვერევით რაღაც რომ არ დავაზიანოთ, თორემ საკმაოდ შეგვიძლია იმ რაღაცა, აი, სულ რამდენი იქნებიან? გამოვლენ და ხმამაღლა იტყვიან, რომ კაცი კაცი არ უნდა იყოს დაქალი ქალი არ უნდა იყოს, ბავშვებმა სქესი გადაიკეთონ? რას ჰქვია?! სადაური წესია, შენ მოგწონს? შენ ქვეყანაში მიიღე ის კანონი, გქონდეს და მე თავი დამანებე.

3 000 წელი შენთვის არ მიკითხავს, როგორ უნდა მეცხოვრა და არც ახლა გკითხავ. სხვას თუ სერვანტერესი ჰყავს, ჩვენ გვყავს შოთა და გალაკტიონი, ვაჟა. სხვას თუ შექსპირი ან გოეთე ჰყავს, ჩვენ არავისზე ნაკლები არ ვართ არც კულტურით, არც ისტორიით, ჩვენი ცეკვა, სიმღერა აიღე. არ ვიცით, ვინ ვართ? რად გინდათ მონები იყოთ?! ჩაგძახებენ რაღაცას და იმის გამო, რომ გარეთ ვიღაცას ასიამოვნო ყოველგვარი ქართულის წინააღმდეგ რომ მიდიხართ? ფრთხილად იყავით, ფრთხილად და გონიერებას მოუხმეთ! არ გვინდა კონკრეტულად ვიღაც პიროვნებები გამოვყოთ, ერთად უნდა ვიცხოვროთ, ერთად ცხოვრება ვისწავლოთ და არ მინდა ვიღაცას ძალა ვანახოთ, თორემ თუ საჭირო გახდა იმ ძალასაც ნახავენ და ღმერთმა გვაშოროს,რომ მანამდე მივიდეთ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, საქართველოს გაძლიერების საქმეში ყველა ერთად უნდა იყოს, ეს იქნება მთავრობა, ოპოზიცია, ეკლესია, თუ ხალხი.

„ამაზე დავფიქრდეთ იმიტომ, რომ თუ ასე ილაპარაკეთ არჩევნებიც მოვა, ხმას ვინ მოგცემთ? ცოდოები ხართ, ნუ აწვალებთ ხალხს. ღმერთმა დაგლოცოთ. ქართული ეკლესია ყოველთვის იდგება იქ, სადაც ქართველი ხალხია. უფლებას არავის მივცემთ შინაურს, თუ გარეულს, რომ დაგჩაგროთ, ღმერთი არ დააჩაგვრინებს თქვენ თავს იმიტომ, რომ ქართველმა ერმა ეს დაიმსახურა და სხვისი მოტანილი მშვიდობა არ გვაქვს. ჩვენ ღმერთს არ ვუღალატებთ“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

გაზიარება30

დაკავშირებული -პოსტები

მე კი არ შეურაცხმყვეს, შეურაცხყვეს ღმერთი, ეკლესია და წარმოჩინდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი – მეუფე იობი

by მეგა TV
ნოემბერი 21, 2026
0
“დღეს სასულიერო პირები მეტყველებენ, როგორც ერისკაცები, შეიძლება გინებაც დაიწყოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც”-მიტროპოლიტი იობი
მთავარი

რომ ვთქვი, ურწმუნოა ეს ხელისუფლება და არაეკლესიური, თავიანთი სახე წარმოჩინდა, ხომ, ასეა?! მათი გამოხმაურებით, მათი დამოკიდებულებით - მე კი არ შეურაცხმყვეს მათ, შეურაცხყვეს ღმერთი, შეურაცხყვეს ეკლესია. აქედან წარმოჩნდა, რომ არ...

დაწვრილებითDetails

აფეთქება ქუთაისში – რა არის ცნობილი ამ დროისთვის

by მეგა TV
ნოემბერი 21, 2026
0
აფეთქება ქუთაისში – რა არის ცნობილი ამ დროისთვის
მთავარი

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ზურაბ ჭავჭაძის 50 ნომერში დღეს დილით აფეთქება მოხდა. კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქების შედეგად 74 წლის ქალი დაშავდა. როგორც ცნობილია, ასაკოვანი ქალი სახლში გაზის გამათბობელის ჩართვას ცდილობდა, რა...

დაწვრილებითDetails

აფეთქება ქუთაისში – ევაკუირებულია მოსახლეობა

by მეგა TV
ნოემბერი 21, 2026
0
აფეთქება ქუთაისში – ევაკუირებულია მოსახლეობა
მთავარი

ქუთაისში, 5-სართულიანი კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა  - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ. ცნობილია, რომ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია - ოფიციალური ინფორმაცია ამის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა

by მეგა TV
ნოემბერი 21, 2026
0
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა
მთავარი

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა. 5-სართულიანი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და პოლიცია. "საშინელი აფეთქების ხმა იყო და საშინელი გაზის სუნია ყველგან. გაზი ჟონავდა და აფეთქდა! ეს არის...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ნოემბერი 21, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

21 ნოემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +16 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი...

დაწვრილებითDetails

თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 21, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო...

დაწვრილებითDetails

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ნოემბერი 21, 2026
0
ლოცვა, რომელიც დღეს, მთავარანგელოზობის დღესასწაულზე იკითხება
მთავარი

21 ნოემბერი მთავარანგელოზობაა. კრება წმინდისა მთავარანგელოზისა მიქაელისა და გაბრიელისა და სხვათა წმინდათა უხორცოთა ზეცისა ძალთა, მთავარანგელოზთა: რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, იეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელისა. ამ დღეს მთავარანგელოზების ეკლესიების დღესასწაულიცაა. ეს არის:...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა „დინამო თბილისის“ „ოქროს თაობის“ ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე

by მეგა TV
ნოემბერი 21, 2026
0
გარდაიცვალა „დინამო თბილისის“ „ოქროს თაობის“ ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე
მთავარი

76 წლის ასაკში „დინამო თბილისის“ „ოქროს თაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი გოჩა მაჩაიძე გარდაიცვალა, – ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ავრცელებენ. გოჩა მაჩაიძე 1950 წლის 21 ივნისს ამბროლაურში დაიბადა. თამაშობდა ნახევარმცველისა და მცველის პოზიციაზე....

დაწვრილებითDetails

აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 21, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ქალაქ ბათუმსა და ქედის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე...

დაწვრილებითDetails

“დიდია ჩვენი მწუხარება, განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა” – პატრიარქი

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო
მთავარი

საპატრიარქო ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო მესამის სამძიმრის წერილს ავრცელებს. პატრიარქი უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ასევე, სრულიად საქართველოს. შიო მესამე წერილში აღნიშნავს, რომ ტკივილის შესამსუბუქებლად...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"