თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებთ ერთი საათის წინ, შუახნის მამაკაცს მიმავალი ავტომობილიდან ესროლეს. არსებული ცნობით, სროლის შემდეგ ავტომობილი საზოგადოებრივ ტრანსპორტს დაეჯახა.
დაჭრილ მამაკაცს სხეულის სხვადასხვა არეში სამი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.