ავარიას სოფელ ორთუბანთან სასულიერო პირი ემსხვერპლა – ინფორმაციას ზემო სვანეთის ეპარქიაც ადასტურებს. ეპარქიის “ფეისბუქის” გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაღუპული წმ. ილარიონ ქართველის სახელობის მამათა მონასტრის წევრი მორჩილი ნიკოლოზ ავალიანია.
“მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია, მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს,” – ნათქვამია განცხადებაში.










