უკრაინაში, ფრონტის ხაზზე გარდაცვლილი ორი ქართველი მებრძოლიდან ერთი, 32 წლის დავით ქუჩუკიანია. შემზარავი ამბის შესახებ უკვე იციან ქარელში, სადაც ქართველი მებრძოლის ოჯახი ცხოვრობს.
რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, მის ოჯახს ამ ეტაპზე არ დაკავშირებიან, შესაბამისად, “ტვ პირველი” მისი ვინაობის გამჟღავნებისგან თავს იკავებს.
დავით ქუჩუკიანი კი გამოცდილი სამხედრო იყო, მონაწილეობდა ავღანეთში, სამშვიდობო მისიაში. ამასთან, რუსეთ-უკრაინის ომში, რამდენიმე თვის წინ, ის მძიმედაც დაიჭრა, თუმცა მაშინ ექიმებმა ახალგაზრდა კაცის გადარჩენა შეძლეს.
რაც შეეხება გუშინ, ბახმუტთან მომხდარ შეტაკებისას დაჭრილ სამ ქართველ მებრძოლს, “პირველების” ინფორმაციით, სამივე მათგანი ადგილიდან უკვე გაიყვანეს.
„ძალიან რთული ომი გვქონდა რუსების წინააღმდეგ. დაგვეღუპა ორი ქართველი, სამი მძიმედ დაჭრილი. იქნებოდა, ღამის ცხრა საათი, ჩვენ რომ გამოვედით იქიდან. ვიყავით სანგრებში, ვიკავებდით ბახმუთის მიმართულებას, უნდა გადაგვეკეტა გზა რუსებისთვის. სააერტელერიო დაბომბვები იყო. ვისაც ჰქონდა კანტუზია მიღებული, ის ბიჭები წეხელვე გამოვიყვანეთ, ვინც მიცვალებულია, სამწუხაროდ არ გვქონდა იმის საშუალება, რომ ისინი გუშინ გამოგვეყვანა იმიტომ, რომ ძალიან ახლოს იყვნენ რუსები შემოსულები. მივდივართ დღეს, ახლა არ მინდა კონკრეტულად ვთქვა რა დროს და აუცილებლად გამოვასვენებთ ჩვენ დაღუპულ ძმებს.“ – აცხადებს სამხედრო დანაყოფის მეთაური კახა ციმინტია.
წყარო: ტვ პირველი