ქუთაისი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას შეუერთდა. ღონისძიება შედგა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. სტუდენტებსა და მოსწავლეებს ინფორმაცია ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა
ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბოლაჯურთან მომხდარ ავარიას 1 პირი ემსხვერპლა- ინფორმაციას TOK2Region ავრცელებს. შსს-ს ცნობით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.









