ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში ქუთაისის სასულე ორკესტრის კონცერტი გაიმართა. კონცერტში ორკესტრთან ერთად მონაწილეობა ანსამბლმა ,,ბერმუხამ” მიიღო. მსგავსი კონცერტები ქუთაისის ბულვარში სასულე ორკესტრის მონაწილეობით მომავალში პერმანენტულად გაიმართება და ტრადიციად დამკვიდრდება.
ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ,,ინფო მარტვილის“ ინფორმაციით, ცხედარი მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე ნახეს. გარდაცვლილი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ,,მეგა ტვ"-ის ინფორმაციით, მამაკაცი ხონის სოფელ გორდის მკვიდრია.









