ბათუმში გორგილაძის ქუჩის 111 ნომერში ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
TV25.GE-ის ინფორმაციით, პირმა იარაღიდან რამდენჯერმე სამორინეს მიმართულებით გაისროლა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ- ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა-ტარებას გულისხმობს.