“სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს 25 მილიონით საპატრიარქოს დაფინანსება, რადგან აქედან (და არა მხოლოდ ამ მიზეზით). დამდგარი რეალობა და შედეგი კი არის აღწერილი ამ რეპორტაჟში ( https://www.youtube.com/watch?v=yorupjC_Qd8 ). დღეს 1 წელი შესრულდა, რაც არასტაბილური ფინანსური მდგომარეობის გამო ჩემი საყვარელი ოჯახი, ქალაქი და ტაძარი დავტოვე,სადაც 10 წელი სამღვდელო პატივში ვიმსახურე”, – წერს სოციალურ ქსელში ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მღვდელმსახური, მღვდელი დიმიტრი ვეკუა.

მღვდელი დიმიტრი ვეკუა არის კიევის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული თეოლოგიის მაგისტრი. მამა დიმიტრი წლების მანძილზე იყო ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივანი და ამავე ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი.”
წყარო: მსოფლიო საეკლესიო სიახლეები