LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ყველა ჯარში, დეზერტირები-ციხეში და არა გასაბერ ეკლესიებში!”-მოროშკინას 10 პუნქტიანი გეგმა მთავრობას

მე წავედი სოფლად…-ლალი მოროშკინა პოსტს აქვეყნებს

დაპოსტა 2023/03/07-ში
A A
139
ნახვა
გაზიარება
“ჩემმა ბავშვობის მეგობრებმა დახოცეს ერთმანეთი!
ჩემი კოლეგები ცოცხლად ატყავებენ ერთმანეთს!
ადრე,ვერა-ვაკე-საბურთალოს საძმოში რომ ქიშპობა იწყებოდა, სკოლის მერე ვიკრიბებოდით და ვფიქრობდით,როგორ ჩაგვექრო ცეცხლი.
ჩაგვექრო, კი არ გაგვეღვივებინა!!!
დღეს,არავინ ცდილობს ხალხის დაწყნარებას,თითქოს ფარდის იქით კმაყოფილი სატანა ხელებს იფშვნეტს….
ისევ კავკასიური ცარცის წრე!
ვინ გავგლიჯო?
ჩემი ქვეყანა?
ჩვენი შვილები?
7წლის ვიყავი ბებიამ გერმანიაში რომ წამიყვანა.
ყოველ ზაფხულს 3თვით ევროპაში ვიყავით,მაშინ ეს ფუფუნება მხოლოდ ერთეულების ხვედრი იყო.
17წლის ასაკში დედამ ამერიკაში მამოგზაურა,ზუსტად ორი წლის მერე ჩემი მამინაცვალი თალეს შონია NASA-ში მიიწვიეს,იქიდან კი გერმანიის სამხედრო ბაზაზე.ჩემი ძმა ერეკლე შონია ბერლინში,
გოეთეში სწავლობდა.ჩემი უფროსი შვილი ნახევრად გერმანიაში იზრდებოდა.
მერე იყო ზაარბრიუკენის უნივერსიტეტი, სანათესაოს საფრანგეთში ემიგრაცია,ჩემი დების არჩევანი-შვეიცარია და მე,რომელმაც მყარად გადაწყვიტე საქართველოში სოფლის აღორძინება!
მიუხედავად იმისა,რომ პარიზშიც,ნიცაშიც და ჟენევაშიც ჩემი კუთხე-კუნჭული მაქვს, მირჩევნია სუფსაში ევკალიპტი გავაშენო და სიღნაღში ნასახლარები აღვადგინო!
ესაა ჩემი გეოგრაფია.
მე კარგად მახსოვს 90-იანები,
ჩემს სანათესაოდანაც გაუკრავთ ხელი იარაღზე. მე არ მინდა ამ ისტორიის გაგრძელება.
ერთი თმის ღერი -ერთი ქართველის თავიდან-სამუდამო შავი ლაქაა ჩვენს ისტორიაში.
დღეს ესკალაციის არნახული ტემპია.
დღეს არავინ ცდილობს მხარეების შერიგებას.
პირიქით!
ვიღაცა აქეზებს ჩვენს შვილებს,ვიღაც გულს უხეთქავს ჩვენს მშობლებს…
ჩემი საუკეთესო მეგობრები მტრად წაეკიდნენ ერთმანეთს!
აღარც იუმორი ჭრის,აღარც შეგონება,არც ახსნა და არც განმარტება.
ასე,ნაბიჯ-ნაბიჯ ვასრულებთ მტრის დაკვეთას და ქართველს-ქართველს ვაძულებთ.
მე ვემიჯნები ყველანაირ ესკალაციას,
სამოქალაქო დაპირისპირებას,
ძმათა შორის სამკვდრო-სასიცოცხლო გარჩევებს.
მე ვემიჯნები ძალადობას!
ყველამ იცოდეს,იარაღი რომ გავარდეს,ერთი მხრიდან თურქეთი შეგვიტევს და მეორე მხრიდან რუსეთი!
ჩემმა ბავშვობის მეგობრებმა დახოცეს ერთმანეთი,ჯერ მხოლოდ სიტყვიერად…
როცა ბრძოლას სატანა უკვეთავს,უმეგობროს, უსამშობლოს და ურწმუნოს ათამაშებს…
ჩემი მეგობრების,კლასელების,ჯგუფელების სისხლით ისედაც საკმარისად გაჯერებულია ქართული მიწა.
შეჩერდით!!!!!
P.S. მე ვწვეტ ყველანაირ პოლიტიკურ და მედია აქტიურობას.
ჩემი მეგობრები,ბარიკადების სხვადასხვა მხარეს დადგნენ.
მათი დაკარგვა -თავის დაკარგვის ტოლფასია.
მე წავედი სოფლად...”-წერს ლალი მოროშკინა
თეგები: ლალი მოროშკინა
გაზიარება56

დაკავშირებული -პოსტები

ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ,,ინფო მარტვილის“ ინფორმაციით, ცხედარი მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე ნახეს. გარდაცვლილი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ,,მეგა ტვ"-ის ინფორმაციით, მამაკაცი ხონის სოფელ გორდის მკვიდრია.

დაწვრილებითDetails

გიორგი ჩიკვაიძის საქმეში მოპოვებულია ახალი მტკიცებულება – ადვოკატი

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
გიორგი ჩიკვაიძის საქმეში მოპოვებულია ახალი მტკიცებულება – ადვოკატი
მთავარი

ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე მსჯავრდებული გიორგი ჩიკვაიძის საქმეში მოპოვებულ ახალ მტკიცებულებაზე საუბრობს. როგორც ადვოკატი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში...

დაწვრილებითDetails

“ჩვენ თვალს ვადევნებთ ქვეყანაში ტოტალური შიშის დათესვის პროცესს” – ირმა ინაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
„სერვისის გაუმჯობესების მიზნით, თქვენი აღსარება იწერებაო“- ირმა ინაშვილი “ქართულ ოცნება”-ს პოსტს უძღვნის
მთავარი

ეს ხომ თავიდან ბოლომდე შეკერილი თემა იყო, რაც დიტო ჩუბინიძესთან მიმართებაში ვიხილეთ, მას აბსოლუტურად აბსურდული ბრალი წაუყენეს, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა....

დაწვრილებითDetails

დედამიწა სულ უფრო სფეროსებრი ხდება და ნელა ბრუნავს – მეცნიერები გლობალური დათბობის ახალ შედეგებზე

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
29 სექტემბრიდან სამყარო უნიკალური ციური მოვლენის მომსწრე გახდება
მთავარი

დედამიწა სულ უფრო სფეროსებრი ხდება და ნელა ბრუნავს. ამის შესახებ თესალონიკის (სალონიკის) არისტოტელეს უნივერსიტეტისა და ვენის უნივეტრსიტეტის მეცნიერების დასკვნაში წერია, რასაც “ევროპულსი” ავრცელებს. კერძოდ, თითქმის, ორი ათწლეულის განმავლობაში მიღებულ თანამგზავრულ...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
შავი ზღვა მკვდარია, ის ადამიანისთვის საშიშ ბაქტერიას შეიცავს – BBC
მთავარი

შავი ზღვის წლის ხარისხის მონიტორინგი ყოველთვიურად 14 წერტილში ხორციელდება - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვგებულობთ. სააგენტოს ცნობით, ისინი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს....

დაწვრილებითDetails

„გეოგრაფიული გამოწვევის წინაშე ვდგავართ…ქუთაისთან სიახლოვე შეიძლება გარკვეულწილად, შემაფერხებელიც იყოს წყალტუბოსთვის“

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
ვინ შეიძინა წყალტუბოს სანატორიუმები
მთავარი

ქუთაისთან სიახლოვე შეიძლება, დადებით ფაქტორად ჩაითვალოს, თუმცა, გარკვეულწილად, შემაფერხებელიც იყოს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას წყალტუბოს განვითარების ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, თეონა ქობულაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მოსახლეობა ყოველდღიური საჭიროებებისა თუ პროდუქციის...

დაწვრილებითDetails

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა შესაძლოა სავალდებულო გახდეს
მთავარი

საქართველოს ავტოპარკი ისევ იზრდება - მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების ჯამურმა რიცხვმა 2 010 195 ერთეული შეადგინა. აღნიშნულ მაჩვენებლებს ეროვნული სტატისტიკის სამსახური („საქსტატი“) აქვეყნებს. მონაცემების თანახმად,...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც ნოემბერში ფინანსური წარმატება და ახალი შესაძლებლობები ელოდება

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
რომელია თქვენი ბედნიერების ფერი? – გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მთავარი

ასტროლოგიური პროგნოზის თანახმად, 2026 წლის ნოემბერი ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის ახალი ფინანსური შესაძლებლობებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების პერიოდად შეიძლება, გადაიქცეს. მოულოდნელი ბონუსი, დაბრუნებული ვალი თუ დამატებითი შემოსავლის წყარო - თითოეულ მათგანს...

დაწვრილებითDetails

ცვლილება, რომელიც 2 ნოემბრიდან ამოქმედდება – ნახეთ, ვის შეეხება

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
კარგი სიახლე იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის
მთავარი

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის 2 ნოემბრიდან ქალაქ გორში B და BE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ორი საგამოცდო მარშრუტი შეიცვლება. უწყების განმარტებით, ცვლილების მიზანი საგამოცდო პროცესის...

დაწვრილებითDetails

“ძალიან გვატკინე გული” – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
“ძალიან გვატკინე გული” – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
მთავარი

ახალგაზრდა მამაკაცი, ბაჩო ტეფნაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. "ძალიან გვატკინე გული. ნათელი გზა გქონდეს, ჩვენო ძმაო,"- წერს სურამის რაგბის გუნდი "მგლები."

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"