ქუთაისში, სამტრედიის ხიდთან ერთ-ერთი მარკეტი დააყაჩაღეს. როგორც “მეგა ტვ”-ს თვითმხილველმა აცნობა წუხელ ღამით შემთხვევის ადგილას იყო სროლა. მისივე თქმით ნატყვიარები მაცივარს ახლაც ეტყობა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
შსს-ს ცნობით ყაჩაღობის შედეგად წაღებული 300 ლარამდე თანხა. სროლისა და თავდამსმელთა რაოდენობის შესახებ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შსს ინფორმაციას არ ასაჯაროებს.
გამოძიება სსრკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.