იმას რომ ოცნებები ნამდვილად ხდება, თუნდაც 91 წლის ასაკში, ნათელა ფარემუზაშვილის ისტორიაც ადასტურებს. ქალმა , რომელიც ნახევარი ცხოვრება სკოლაში ფრანგულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, ამდენი ხნის სურვილი აისრულა და მთელი პარიზი მოიარა.
ოცნების ახდენაში მას ოჯახი დაეხმარა. 91-ე იუბილე რძალმა დედამთილს სწორედ საოცნებო პარიზში გადაუხადა. ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში მოგზაურობის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გაავრცელეს. პარიზიდან უკვე დაბრუნდნენ და ფრანგული მოგზაურობის ემოციებს ახლა ჩვენც გვიზიარებენ. 91 წლის ბებო უზომოდ ბედნიერია, ერთადერთი იმაზე წუხს, რომ ცოტა თვალს დააკლდა და ყველაფერი ვერ წაიკითხა.
მაია პაპაშვილი ბედნიერია, რომ დედამთილს პარიზის მონახულების აუხდენელი ოცნება რეალობად უქცია. ოთხი თაობის წარმომადგენელმა პარიზი ერთად დალაშქრა.
საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე, ახალგაზრდებს მოხუცებისადმი მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს. ახლა მას ერთი სურვილი აქვს, საყვარელი ადამიანები ჰყავდეს კარგად.