ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 71 წლის ნათელა ღვინჯილიას ბრალს დღეს წარუდგენენ. აღკვეთის ღონისძიებაზე კი სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს.
გამოძიება ფოთის ნარკოლოგიური ცენტრის თანამშრომელს, ამ ეტაპზე, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავება, თუმცა ვარაუდობენ, რომ გასაღების ფაქტიც გამოიკვეთება.
გამოძიების მიხედვით, ის მეტადონის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების დოზიდან ნაწილს აკლებდა და იპარავდა, ხოლო დანაკლისს სხვა არანარკოტიკული სითხით ავსებდა.










