“მანჩესტერ სიტის” მცველი, ბენჟამენ მენდი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მენდის ხუთი სხვადასხვა ქალის მიმართ სექსუალური დანაშაულის რვა შემთხვევაში ედება ბრალი. შვიდი ეპიზოდი გაუპატიურებას უკავშირდება, კიდევ ერთი კი – შევიწროებას.
ძალადობის სამი შემთხვევა 2020 წლის 11 ოქტომბრით თარიღდება, შეუფერებელი შეხება 2021 წლის 2 იანვრით. ორი გაუპატიურება 2021 წლის 24 ივლისს მოხდა, ორიც კი – 2021 წლის 23 აგვისტოს.