არ მგონია, აქ იმისთვის ვიყოთ, რომ განვლილ მატჩებზე ვისაუბროთ, რადგან ამ შეხვედრებზე უკვე ვისაუბრეთ, ახლა პორტუგალიასთან თამაშზე უნდა ვილაპარაკოთ. რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძეს, გვაქვს რამდენიმე არჩევანი, ჯერჯერობით, არ არის გადაწყვეტილი ვინ ითამაშებს, გადაწყვეტილებებს მხოლოდ საფეხბურთო ფაქტორებიდან გამომდინარე ვიღებ. 6-7 თვის წინ, როცა მიქაუტაძე სათადარიგო სკამზე დავსვი და ზივზივაძეს ვათამაშებდი, მაკრიტიკებდნენ, ახლა კი, ყველაფერი პირიქით ხდება. არჩევანი ხდება მხოლოდ საფეხბურთო კუთხით და შემადგენლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ მე ვიღებ!” – საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიომა პრესკონფერენციაზე
თბილისში ბავშვს დენმა დაარტყა
თბილისში, ნაძალადევის რაიონში ბავშვს დენმა დაარტყა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მეორე ძმობის ქუჩაზე მოხდა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტოთაა შემოსაზღვრული. ამ ეტაპზე უცნობია დაშავებულის მდგომარეობა.










