7 აგვისტოს საოკუპაციო ხაზთან ცოცხალი ჯაჭვი მოეწყობა. ინიციტავა “მთის ხალხს” ეკუთვნის.
მოქალაქეები 7 აგვისტოს, 11:00-ზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიძვრებიან საოკუპაციო ხაზის მიმართულებით.
“2008 წელს, 7 აგვისტოს რუსეთმა სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრით სცადა საქართველოს დამოუკიდებლობის დასრულება. ქართულმა სახელმწიფომ, ჩვენი გმირების თავდადებამ და დასავლეთის მხარდაჭერამ შეაჩერა რუსული ჯარი, თუმცა რუსეთის კვლავაც აგრძელებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სამხედრო ოკუპაციას, აწარმოებს მკვიდრი ეთნოსების რუსიფიკაციას და საქართველოს ორი რეგიონს ანექსიის პოლიტიკას.
ოკუპაციის ხაზამდე სულ რაღაც 420 მეტრია. ამავდროულად, რუსეთი, მისი მარიონეტების ხელშეწყობით დანარჩენი საქართველოს მთელ ტერიტორიზეა უკვე შეჭრილი. ოკუპაციის ხაზი უკვე ჩვენი ქვეყნის ყოფილ სახელმწიფო ინსტიტუტებში, ჩვენი დედაქალაქის მთავარ გამზირზე და ყოველი ჩვენგანის სახლში გადის.
ჩვენ თუ არ დავიცავთ ამ ქვეყანას სხვა ჩვენს გასაკეთებელს ვერ გააკეთებს, ამიტომ შემოგვიერთდი 7 აგვისტოს, ერთად ჩაბმულებმა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი არჩევანი არის თავისუფალი და ევროპული საქართველო, რომ ჩვენი გმირების ხსოვნა მარად იცოცხლებს ჩვენს გულებში, რომ ჩვენ მტერი ვერ შეგვაშინებს და ვერ დაგვყოფს, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავლისთვის!” – ნათვქამია გავრცელებულ ინფორმაციაში.









