აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, კოლინ პაუელი COVID-19-ის გართულების შედეგად გარდაიცვალა.
ის 84 წლისა იყო. როგორც პაუელის ფეისბუკის ოფიციალური გვერდი იუწყება, მას ვაქცინაციის სრული კურსი ჰქონდა ჩატარებული.
პაუელი 1989-93 წლებში მსახურობდა შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, სახელმწიფო მდივანი კი 2001-05 წლებში იყო.
პაუელი იყო პირველი აფრიკელი ამერიკელი პირი, რომელმაც ამ ორ პოზიციაზე იმუშავა. რესპუბლიკელთა რამდენიმე ადმინისტრაციაში მსახურობისას პაუელს მიაწერენ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში მეოცე საუკუნის მიწურულსა და ოცდამეერთე საუკუნის პირველ წლებში.
“ჩვენ დავკარგეთ გამორჩეული და მოსიყვარულე ქმარი, მამა, ბაბუა და დიდი ამერიკელი”, – წერს პაუელის ოჯახი ფეისბუკზე.