იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ქუთაისში, ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში საჯაროდ აიცრა.
გუბერნატორის განცხადებით ეპიდემიის დამარცხება ვაქცინით და აცრის საშუალებით არის შესაძლებელი, მხოლოდ ჩაკეტვებით COVID-19-ს ვერ დავამარცხებთ.
იმერეთის გუბერნატორმა მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციის გარდა, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ასევე მნიშვნელოვანია ნიღბის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.