,,დღეს მთელი დღეა ვკითხულობ მსგავს პოსტებს:
ქვეყანას ნუ ადანაშაულებთ.
ქართველი ამას არ იზამდა.
ქართველებსაც ხოცავენ.
არავინ დაწეროთ, რომ გძულთ ქვეყანა.
და ა.შ და ა.შ…
ქვეყანა არავის სძულს, ამ ქვეყანაში მცხოვრებნი რომ გადავგვარდით,ეგაა პრობლემა.
ვითომ ჰუმანურობას ქადაგებთ და საკუთარ პოსტებშივე ავლენთ სიძულვილსა და აგრესიას.
ილოცეთ!
ილოცეთ და არ დაგრჩებათ აგრესიის დრო…
საფრანგეთში რომ ქართველი მოკლეს, ფრანგმა ხალხმა რა თქვა და რა Დაწერა,ვინ იცით?
ბრეივიკზე მისმა თანამემამულეებმა კარგი რა დაწერეს?!
და საერთოდ, რაში მაინტერესებს, ვინ რას იტყვის მსგავს დანაშაულზე,მე ვგმობ და მორჩა!!!
გოგო მოკლეს, მასწავლებელი მოკლეს, წმინდა ადგილას მოკლეს და ჩვენ, ქართველებმა, მკვლელ ქართველს ( თუ ასე აღმოჩნდება) თავზე ხელი გადავუსვათ?!
არა!
არა!
არა!
“რაც მაგრები ვართ ქარᲕელები ვართ!” კი არა, Აზრზე მოვიდეთ,აზრზე!
პასუხისმგებლობა ავიღოთ მასწავლებლებმა, რატომ ვზრდით თუნდაც ერთ მკვლელს, თუნდაც ერთ გარეწარს?
ესაა წყევლაკრულვიანი საკითხავი…”-ოთო დანელია.