“ის მედიკამენტები, რაც სისხლში აღმოჩნდა, არის ერთი ტკივილგამაყუჩებელი, ერთი არის მისი დეგრადაციის პროდუქტი, ერთი არის ფსიქოტროპული საშუალება, რომელიც ხშირად გამოიყენება ტკივილის მართვის შემთხვევაში, ანუ, თავისთავად, ამ მედიკამენტების არსებობა სისხლში, მით უმეტეს, პაციენტში, რომელიც რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში იწვა და საკმაოდ ინტენსიურ ტკივილგაყუჩებას საჭიროებდა, არაფრისმთქმელი არ არის პროფესიული თვალსაზრისით.
ამ ჩამონათვალის მერე დასკვნის გაკეთება, რომ, სავარაუდოდ, ეს შეიძლება გამხდარიყო სიკვდილის მიზეზი, უბრალოდ არაპროფესიულია. აღსანიშნავია, რომ განცხადებას არ აკეთებს ექსპერტიზის ბიურო – არც წერილობით, არც სიტყვიერს და ისინი უფრთხილდებიან პროფესიულ ღირსებას და ასეთ სერიოზულ საკითხზე არასერიოზულ ინტერპრეტაციას არ იძლევიან”, – განაცხადა კალოიანმა “მთავარი არხის” ეთერში.
ცნობისთვის,შსს-ს ინფორმაციით, “ტვ პირველის” ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას ცხედარზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები.