LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
60+ კლუბი – როგორ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ ჯანსაღი და აქტიური ცხოვრება

60+ კლუბი – როგორ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ ჯანსაღი და აქტიური ცხოვრება

დაპოსტა 2020/06/18-ში
A A
152
ნახვა
გაზიარება

ქუთაისის მერიას, UNFPA-ს და ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს „60 + კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისათვის” მხარდაჭერას და მხარეების თანამშრომლობას ჯანსაღი და აქტიური დაბერების ადვოკატირების მიმართულებით. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ და ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალი პატარიძემ.

„60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისათვის“ წევრობაზე დაფუძნებული კლუბია, უფროსი თაობის სოციალიზაციის სივრცე, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. კლუბის წევრებს საშუალება ეძლევათ, თანატოლებთან ერთად, აითვისონ ახალი ცოდნა და უნარები, ერთმანეთს და ახალ თაობებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და იდეები, თავადვე დაგეგმონ და გამართონ სხვადასხვა ღონისძიება და მიიღონ ინფორმაცია სიახლეების შესახებ. კლუბი ემსახურება ხანგრძლივი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას, რაც საგრძნობლად ამცირებს დეპრესიისა და ხანდაზმულობისათვის დამახასიათებელი სხვა პრობლემების წარმოქმნის რისკს და საშუალებას აძლევს უფროსი თაობის მოქალაქეებს, თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნონ.

60+ კლუბების სამომავლო აქტივობები მოიცავს: სამკურნალო ფიზკულტურის (სპეციალისტის ზედამხედველობით), უცხო ენების და კომპიუტერის გაკვეთილებს, სპორტულ და ინტელექტუალურ თამაშებს, ხელოვნების წრეებსა და სახელოსნოებს და კულინარიულ სესიებს. პროგრამა ეყრდნობა საერთაშორისო სტანდარტებს და არაერთი ქვეყნის გამოცდილებას. გაეროს მოსახლეობის დივიზიის პროგნოზით, საქართველოში მოსალოდნელია 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის რაოდენობის ზრდა: თუ 2014 წელს ხანდაზმულთა რიცხვი მოსახლეობის 14.3%-ს შეადგენდა, 2030 წელს ეს მაჩვენებლი 19%-ს მიაღწევს, ხოლო 2050 წელს კი ყოველი მეოთხე საქართველოს მოქალაქე 65 წლის ასაკს გადაცილებული იქნება (25.3%). იგივე პროგნოზით, 2035 წლისთვის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზრდება: ქალების _ 80,8 წლამდე; მამაკაცების _ 74,2 წლამდე. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ და საზოგადოებამ მათ წინაშე მდგომ საჭიროებებსა და გამოწვევებს უპასუხოს.

„60+ კლუბების“ შექმნით სახელმწიფო ხელს შეუწყობს ჯანსაღი და აქტიური დაბერების პოლიტიკის განხორციელებას. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის დახმარებით შემუშავებულია და მიღებული დაბერების სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია. ინიციატივა „60+ კლუბების“ დანერგვისათვის ამ პოლიტიკის განხორციელებას და ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს; ამ ინიციატივაში, თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და წნორის საპილოტე მუნიციპალიტეტებთან ერთად, ჩართულნი არიან თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება, იმერეთის ახალგაზრდული ცენტრი (ქუთაისი), საქართველოს ხანდაზმულთა ასოციაცია (რუსთავი), არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციტივა“ (წნორი).

გაზიარება61

დაკავშირებული -პოსტები

საქართველო-მოსკოვის ავტობუსი სატვირთო „კამაზს“ შეეჯახა – არის მსხვერპლი

by მეგა TV
აგვისტო 30, 2026
0
ქუთაისში,  მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში  გოგომ ბიჭს ყელი გამოჭრა
მთავარი

საქართველო-მოსკოვის რეისის სამგზავრო ავტობუსი სატვირთო „კამაზს“ შეეჯახა. ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი, ბოლო მონაცემებით, 38-მდე გაიზარდა. მათ შორის 10 ბავშვია. შემთხვევა 30 აგვისტოს, დაახლოებით ღამის პირველ...

დაწვრილებითDetails

სოფელ პირველ ობჩაში, მთის ძირისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა აკრძალულია

by მეგა TV
აგვისტო 30, 2026
0
სოფელ პირველ ობჩაში, მთის ძირისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა აკრძალულია
მთავარი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში, მთის ძირისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც წყალდიდობამ დააზიანა, დღეს საღამომდე მოძრაობა აკრძალულია.   მოსახლეობას მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.   საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას დახმარებას...

დაწვრილებითDetails

30 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 30, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 30 აგვისტოს მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება და ნალექი. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის ბოლოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. აღმოსავლეთის...

დაწვრილებითDetails

ძლიერი წვიმა, სეტყვა, ქარი – გაფრთხილება მოსახლეობას

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე...

დაწვრილებითDetails

2 წლამდე ბავშვი კორპუსიდან გადმოვარდა

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

ბათუმში 2-წლამდე ბავშვი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა - ინფორმაციას ამის შესახებ "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. მომხდარის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დაწვრილებითDetails

გასულ კვირაში რუსეთიდან საქართველოში ლარსის გავლით 113 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა – Politico

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
გასულ კვირაში რუსეთიდან საქართველოში ლარსის გავლით 113 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა – Politico
მთავარი

გასულ კვირაში რუსეთიდან საქართველოში ლარსის გავლით 113 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა - ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა Politico წერს.   Politico-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ საქართველოში სახმელეთო გზით რუსეთის...

დაწვრილებითDetails

ლენტეხში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
ლენტეხში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო
მთავარი

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან, გადაადგილების აღდგენის მიზნით სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები ამ დროისთვის მოწყობილია შემოვლითი გზა, რომლითაც...

დაწვრილებითDetails

29 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +26, +31°; მთაში...

დაწვრილებითDetails

სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად კახეთში კაცი გარდაიცვალა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
AMBULANCE – რატომ აწერიათ სასწრაფო დახმარების ავტომობილებს წარწერა უკუღმა?
მთავარი

სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად კახეთში კაცი გარდაიცვალა . გამოცემის ცნობით, მოწამლულია კიდევ ორი პირი, რომელთა მდგომარეობაც არსებული ინფორმაციით, მძიმეა. შემთხვევა თელავის სოფელ აკურაში მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე...

დაწვრილებითDetails

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს -  ინფორმაციას  მოძრაობა აფხაზეთისთვის დამფუძნებელი, ნუკრი ნოდია ადასტურებს და ამბობს, რომ ცხედარი ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მისივე თქმით, თავდაპირველი დათვალიერებით სხეულს ძალადობის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"