„თუ ჩვენ პატრიარქის აღსაყდრების 50 წლის იუბილეს შევხვდებით მასთან ერთად, მე დღეს გაძლევთ იმის პირობას, რომ საქართველო მყარი განვითარების გზას დაადგება“,- ამის შესახებ ახალქალაქის კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.
როგორც მეუფე ნიკოლოზი „ღამის კურიერის“ ეთერში ამბობს, 6 წელში ყველაფერი მოგვარდება.
„თუ ჩვენ პატრიარქის (აღსაყდრების) 50 წლის იუბილეს შევხვდებით მასთან ერთად, მე დღეს გაძლევთ იმის პირობას, რომ ეს პროცესები საქართველოში უკვე დამთავრებული იქნება და საქართველო მყარი განვითარების გზას დაადგება. 6 წელი დაგვრჩა აქამდე. 6 წელში ეს ყველაფერი მოგვარდება, თუ ჩვენ პატრიარქთან ერთად შევხვდებით მის იუბილეს (აღსაყდრების)“, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.