LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საზოგადოება, რომელიც არ იბრძვის საკუთარი უფლებებისთვის, არ იცავს საკუთარ როლს სახელმწიფოში, კარგავს სახელმწიფოსაც და საკუთარ თავსაც” – ნუგზარ კოხრეიძე

საზოგადოება, რომელიც არ იბრძვის საკუთარი უფლებებისთვის, არ იცავს საკუთარ როლს სახელმწიფოში, კარგავს სახელმწიფოსაც და საკუთარ თავსაც” – ნუგზარ კოხრეიძე

დაპოსტა 2026/07/22-ში
A A
72
ნახვა
გაზიარება

ქუთაისში სამოქალაქო სექტორი ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის შეფარდებულ 14-დღიან პატიმრობას აპროტესტებს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში “RICDOG”-ის  თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე ნუგზარ კოხრეიძე გამოეხმაურა.

“14-დღიანი პატიმრობა სოციალურ ქსელებში პოსტის გამო, ეს იგივეა, რაც ხვალ სადმე საჯარო სივრცეში ნათქვამი სიტყვისთვის იგივე ზომის სასჯელი მოგისაჯონ. ვირტუალური სამყაროდან მალე რეალურ სამყაროშიც გადმოინაცვლებს ეს უბედურება და შეეხება ნებისმიერ რაიმეს, რაც რეჟიმს არ მოეწონება. დასმენების სისტემის წინაპირობა და ისტორიული გამოცდილებაც დიდი გვაქვს.

საზოგადოება, რომელიც არ იბრძვის საკუთარი უფლებებისთვის, არ იცავს საკუთარ როლს სახელმწიფოში, კარგავს სახელმწიფოსაც და საკუთარ თავსაც.

ჯერ კიდევ 2023 წელს, როცა გამჭვირვალობისთვის მებრძოლი დეპუტატები იღებდნენ კანონს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ, უკვე მაშინ ვიცოდი რომ ამ რეპრესიული კანონების დასაწყისს აუცილებლად ასეთი გაგრძელება მოჰყვებოდა. არა იმიტომ რომ ჭკვიანი ვარ, არამედ ეს ჟანრის კლასიკაა. ჯერ ებრძვიან ორგანიზაციებს და მერე გადადიან ინდივიდებზე.

ერთი კი უნდა ითქვას, კორუფციისთვის, უცხო ქვეყნების მსახურებისთვის (ეგრეწოდებული დიფსტეითთან თანამშრომლობის) ბრალდებით ისევ “ქართული ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსნები და მათთან დაკავშირებული ბიზნესს წრეები ვიხილეთ დაპატიმრებული, თორემ სად არიან ის ვითომ “უცხო აგენტები”, რომლის გამოც 3 ერთმანეთზე უარესი კანონი შემოიღეს და მოკლეს სამოქალაქო ორგანიზაციების დიდი ნაწილის არსებობა ამ ქვეყანაში?!

საზოგადოება, რომელიც იტყუებს თავს, რომ მთავრობა მართალია, ანიჭებს მას შეუმოწმებლად, კონტროლის გარეშე, ერთ ადამიანს ანდობს მთელი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიას და დემოკრატიის დაცვას განწირულია იყოს რეპრესირებული.

რეპრესია უბედური რამაა, როგორც მისი გამომგონებელი ადამიანი. მადა ჭამაში მოდის. ერთხელ, დუმბაძის გმირის არ იყოს, შუბლის ძარღვი რომ გაგისკდება, მერე აღარაფერი გაჩერებს. რომ შეხედა კანონი გადაყლაპეთ, დაჭერები გადაყლაპეთ, სხვისი ჭირი ღობეს ჩხირია გაშალა ხელები და რაც უნდა იმას აკეთებს. როდესაც შეარჩინეთ მათ რეპრესიული კანონების მიღება! შეარჩინეთ საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლება სამსახურიდან! შეარჩინეთ კონსტიტუციის ჭრა-კერვა და საკუთარ ინტერესებზე მორგება!
შეარჩინეთ ახალგაზრდების, საზოგადო მოღვაწეების დაპატიმრება! შეარჩინეთ მზია ამაღლობელის ციხეში გაშვება!
შეარჩინეთ 60-მდე სინდისის პატიმრის ციხეში ყოფნა! შეარჩინეთ სინდისის პატიმრების მშობლების შეურაცხყოფა და თავადაც ემპათია დაცლილი კიდევ მათ ადანაშაულებთ! შეარჩინეთ სოციალურ ქსელებში პოსტების გამო ჯარიმები! შეარჩინეთ რომ ყველა ნაბიჯზე გატყუებენ იქნება ეს ომი, დიფსტეიტთან ბრძოლის თუ ოპოზიციის ლანძღვის თემები!

რისი მოლოდინი გაქვთ მომავალში? ვინ გსურთ, რომ გიხსნათ? ვინ უნდა შეეწიროს თქვენს გამო რაიმეს?
რატომ უნდა იბრძოლოს თქვენი უფლებებისთვის სულ სხვამ? ეს ქვეყანა მარტო ერთეულებისაა?

გაჭირვება ასეთი სახელმწიფოს მოდელის შედეგია და არა მიზეზი იმისა თუ რატომ არ გცალიათ იბრძოლოთ თქვენი, ჩვენი და მოქალაქის უფლებებისთვის, როცა მთავრობამ იკისრა ყველას ჩვენს ნაცვლად როლები: თავად მთავრობაა, თავადაც მოქალაქეა და თავადაც მსაჯულია. ჩვენ ვართ არაფერი. სავაჭრო სუბიექტები, თუ რაიმე ფასი გაგვაჩნია ამ ქვეყნად. რად იქცა ჩვენი ქვეყანა! არაფერია იმაზე მწარე როგორც იმის გააზრება, რომ ირგვლივ შეიძლება იყვნენ გულგრილი მოქალაქეები”, – წერს ნუგზარ კოხრეიძე.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.

გაზიარება29

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში სელფის ახალი ფილიალი გაიხსნა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
ქუთაისში სელფის ახალი ფილიალი გაიხსნა
მთავარი

ქუთაისში სელფის ახალი ფილიალი გაიხსნა სელფი რეგიონებში მომსახურების ქსელის გაფართოებას განაგრძობს - კომპანიის ახალი ფილიალი ქუთაისში, ჭავჭავაძის N56-ში გაიხსნა. ახალ ფილიალში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სრულყოფილი კონსულტაცია სელფის პროდუქტების, სერვისებისა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები შემოჰქონდათ

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
სახლის სარდაფში, მუშებმა 22 კილო ოქრო იპოვეს
მთავარი

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,სარფი“, ,,ქუთაისის აეროპორტი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“ სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

ვადაგასული პრეპარატები და დარღვეული ეტიკეტირება – დააჯარიმეს ვეტერინარული აფთიაქი

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაგოდეხში ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმა. კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე ე. გ.-ის (მისამართი: ლაგოდეხი, სოფელი კაბალი) კუთვნილი ვეტერინარული აფთიაქი შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევბისთვის დააჯარიმეს. ინსპექტირების...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ქარავან არტ ფორუმი იწყება

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
ქუთაისში ქარავან არტ ფორუმი იწყება
კულტურა

ქუთაისში ხვალ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ქარავან არტ ფორუმი იხსნება ურბანული პეიზაჟები, 18 – 21 სექტემბერი 2026 საქართველოში ქარავანსარაის (Caravansarai) მხატვრული გაცვლის პროგრამები 2002 წლიდან ხორციელდება და სხვადასხვა ფორმატის სახელოვნებო...

დაწვრილებითDetails

თქვენ თუ გჯერათ, რომ მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან ღარიბაშვილის ნალაპარაკების გამო წავიდა, ეს თქვენი პრობლემაა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

თქვენ თუ გჯერათ, რომ მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან ღარიბაშვილის ნალაპარაკების გამო წავიდა, ეს თქვენი პრობლემაა - ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია ძალიან ცუდია და კორუფციას წერილებითა და განცხადებებით ვერავინ გადაფარავს, -...

დაწვრილებითDetails

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
მთავარი

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „სააგენტო მილევად რეჟიმშია და ის წლის ბოლომდე დაიხურება”. “ენჯეო” არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც არის მოგონილი ხელოვნურად, უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის....

დაწვრილებითDetails

2026 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 536 377 ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები დასრულდა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
2026 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 536 377 ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები დასრულდა
ეკონომიკა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2026 წელს განხორციელებული კაპიტალური პროექტების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და საირიგაციო მომსახურების ხარისხი, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე განცხადებით, მუნიციპალიტეტში...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინასწარ ვერაფერს იტყვის, დაემატება თუ არა ასაკრძალი პარტიების სიას სხვა პოლიტიკური ძალა. ამასთან, კობახიძემ განმარტა, რატომ მოითხოვა „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარიას პარტიის აკრძალვაც. „თქვენ იცით, რა...

დაწვრილებითDetails

იყო საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები „დიფ სთეითისა“ და „გლობალური ომის პარტიის“ მიერ დაფინანსებული NGO-ების მხრიდან – ირაკლი კობახიძე „ნამახვანჰესზე“

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

პროტესტში ჩართულნი იყვნენ კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული NGO-ები. ვინ აფინანსებდა ამ NGO-ებს? ვისაც ჩვენ „დიფ სთეითს“ და „გლობალურ ომის პარტიას“ ვეძახით - შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ ინტერესი, დაეფინანსებინათ ასეთი საბოტაჟის კამპანია,...

დაწვრილებითDetails

ილაპარაკოს, რაც უნდა, ეს ნებისმიერი პატიმრის უფლებაა – ირაკლი კობახიძე ლილუაშვილზე

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ილაპარაკოს რაც უნდა, ეს ნებისმიერი პატიმრის უფლებაა, საქართველოში დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილია - ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, რომ ასეთ საუბრებსა და სპეკულაციებს შედეგი არასდროს არა აქვს, - ასე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"