LIVE TV
სამშაბათი, დეკემბერი 2, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

5-6 ადამიანი მირტყამდა და დანარჩენებიც განეიტრალებული ჰყავდათ – რა მოხდა ბალდაში

დაპოსტა 2023/11/03-ში
1.2k
ნახვა
გაზიარება

ბალდელებს “კანიონი 350″-ის დირექტორმა და თანამშრომლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

გუშინ ოთხ ადგილობრივს 10-15 თანამშრომელი დაუპირისპირდა და ერთ-ერთ ახალგაზრდას დაზიანებაც მიაყენეს.

,,მეგა ტვ”- ს მომხდართან დაკავშირებით ბალდის კანიონის შენარჩუნებისთვის ჯგუფის წევრი თაზო რუხაია ესაუბრა:

,,პროვოკაციაზე წამოვიდნენ აშკარად. როგორც ყოველდღე ამ დილით ვპატრულირებდით, ჩვენ ყოველთვის ვამოწმებთ რა სამუშაოები მიდის და თუ ვხედავთ უხეშ ჩარევას ვრეკავთ გარემოს დაცვაში. ანალოგიური მოხდა ამ დილით, შევედით საჯარო  სივრცეში, ვიღებდით რა სამუშაოებს აწარმოებდნენ, ხრეშის ტომრები დაცალეს.  რომ დასრულდა ეს ამბები ვიდეო გავთიშეთ. რომ დაინახეს კამერა გავთიშეთ გადმოვიდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ჩვენ ვცადეთ რომ სიტუაცია არ გაგვემწვავებინა, მათ ისევ გააგრძელეს ანალოგიური და შემდეგ გადმოვიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. პირველი ადამიანი ვინც ხელი დამარტყა იყო თვითონ ინვესტორი გიორგი მერკვილაძე. ჩვენ ვიყავით ოთხი ადამიანი, ისინი იყვნენ დაახლოებით 15 ადამიანი და ეს 15 ადამიანი ფიზიკურად გაგვისწორდა ოთხ ადგილობრივს. ამის შემდეგ გამოვიძახეთ პოლიცია. პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე იყვნენ უშუალოდ ამოსული იმ ადგილზე სადაც მოხდა ეს ინცინდენტი. არ მოსულან ჩვენთან, იმ ადამიანებთან, ვინც მათი დახმარება ითხოვა. იყვნენ ინვესტორთან და ჰქონდათ ალბათ შინაურული საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ შემჩნეული გვყავს ისინი პირადად მეგობრობენ. ამ შეხვედრის შემდეგ პოლიციელებმა დატოვეს ტერიოტირია, ისე რომ ჩვენთან არც მოსულან და არც უკითხავთ რა ხდება. ჩვენს საჩივარზე იყო აშკარა გულგრილობა მათი მხრიდან.” – ამბობს თაზო რუხაია.

მისივე თქმით ბალდის კანიონის გადარჩენისთვის მებრძოლი ახლაგაზრდები, რომლებიც ამ ინცინდენტში მოყვნენ მარტვილის პოლიციაში თავად მივიდნენ და ფაქტის შესახებ პოლიციას ოფიციალურად აცნობეს. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, უშუალოდ განყოფილებაში გამოცხადების შემდეგ ისინი დაკითხეს. რაც შეეხება დაპირისპირების შედეგად მიღებულ დაზიანებებს თაზო რუხაია აცხადებს რომ ექსპერტიზას უნდა მიმართოს:

 ,,ექსპერტიზაზე უნდა წავიდე აუცილებლად, რადგან აშკარად არის პატარა დაზიანებები, მაგრამ არც ისეთი მძიმე, იმიტომ რომ ეს წინასწარ ჰქონდათ განსაზღვრული, ისეთი დაზიანებები არ უნდა მოეყენებინათ რაც დამეტყობოდა. სახის და თავის არეში არ დაურტყამთ, მაგრამ წელის არეში, ზურგში ასე აშკარად 5-6 ადამიანი მირტყამდა და დანარჩენებიც განეიტრალებული ჰყავდათ, რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს.” – ამბობს თაზო რუხაია.

როგორც ბალდის კანიონის შენარჩუნებისთვის ჯგუფის წევრი აცხადებს, ინცინდენტის შემდეგ მათ მარტვილის მერის მოადგილეს, ალექსანდრე ხურცილავას დაურეკეს, რათა ის ადგილზე ასულიყო და სიტუაციაში გარკვეულიყო, თუმცა მისგან არც თუ ისე სახარბიელო პასუხი მიიღეს:

,,ასეთი დაძაბულობის შემდეგ რამდენიმე წუთში მთელი სოფლის მოსახლეობა იქ იყო მობილიზებული, ეს ხალხი შევაკავეთ, წარმოიდგინეთ ჩვენსავე სოფელში 4 ახალგაზრდა გვცემეს და ეს ხალხი იყო განრისხებული. ჩვენც ვცადეთ რომ მერის მოადგილე მოსულიყო და გარკვეულიყო, დავურეკეთ, სამი თუ ოთხი ზარი განვახორციელეთ და ბოლოს პასუხი იყო ,,თქვენ ვინ ჩემი ფეხები ხართ მანდ მოვიდე და თქვენს ნარეკებზე ვიაროო” – ასე სიტყვა-სიტყვით მოგვმართა სოფლის მოსახლეობას, თავად ბალდის მკვიდრია და ჩვენი ნათესავია, მინდა რომ ამას ხაზი გავუსვა. ეს ადამიანი დღეს აღნიშნავს თავის დაბადების დღეს, ძალიან გრანდიოზულად, რესტორანში.” – განაცხადა ,,მეგა ტვ”-თან საუბრისას ბალდის კანიონის შენარაჩუნებისთვის მებრძოლმა თაზო რუხაიამ.

ბალდის კანიონის მცველები კარავში უკვე პროტესტის მე-12 ღამეს ათევენ.

ცნობისთვის, ბალდელები უკვე რამდემე თვეა იბრძვიან კანიონის გადარჩენისთვის. მთავრობამ ბალდის უნიკალური კანიონი 40 წლით გადასცა კერძო პირს, რომელსაც რუსეთთან აქვს კავშირები.

თეგები: ალექსანდრე ხურცილავაბალდაბალდის კანიონიბალდის კანიონის შენარჩუნებისთვისგიორგი მერკვილაძეთაზო რუხაიაკანიონი 350მარტვილის მერია
გაზიარება476

დაკავშირებული -პოსტები

2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დეკემბერი 2, 2025
34
მთავარი

ვერძი დღევანდელი დღე დაგაფიქრებთ პირად საკითხებსა და მომავალ პერსპექტივებზე, სტაბილურ ცხოვრებაზე. გაეცით, რათა მიიღოთ. კურო იყავით დაკვირვებული და მოზომილი, რათა არ აღმოჩნდეთ დაუგეგმავ, უსიამოვნო სიტუაციებში. ტყუპები ისიამოვნეთ, დატკბით რეალობით. სათანადო...

დაწვრილებითDetails

მესამე ღამის გათევა მოუწევთ დედებს წვიმაში და სიცივეში- სალომე სიმონია

დეკემბერი 1, 2025
157
მთავარი

ასეთი სევდიანი სახით შეხვდნენ ღამენათევი ბალდელი ქალები მარტვილის მერის, გიორგი ნაჭყებიას უარს - რომელმაც ღია ცის ქვეშ მყოფ, ყველასგან უყურადღებოდ დატოვებულ დედებს და ბებიებს შეხვედრაზე უარი უთხრა, პასუხის ღირსად არ...

დაწვრილებითDetails

BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო – სუს

დეკემბერი 1, 2025
82
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და...

დაწვრილებითDetails

“ელისაშვილის საქმე ჰგავს წინასწარ დადგმულ სპექტაკლს, დარწმუნებული ვარ, ხალხი ამას არ „ჭამს“” – სააკაშვილი

დეკემბერი 1, 2025
80
მთავარი

კადრები ვნახე და რა ვქნა, ძალიან ჰგავს წინასწარ დადგმულ სპექტაკლს, სადაც ყველას თავისი როლი აქვს. დარწმუნებული ვარ, ხალხი ამას არ „ჭამს“. ისევე როგორც, უკვე აღარ ყლაპავს 4 ოქტომბრის ღობის გადატრიალებას, -...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

დეკემბერი 1, 2025
164
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის და სხვისი ნივთის განადგურების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით,...

დაწვრილებითDetails

ლარი დოლართან გამყარდა – განახლებული კურსი

დეკემბერი 1, 2025
65
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7020 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7029 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009...

დაწვრილებითDetails

ვინ უნდა იყოს ფრთხილად დეკემბერში

დეკემბერი 1, 2025
124
მთავარი

დეკემბერი ბევრ ნიშანს წარმატებასა და პოზიტიურ გარდაქმნებს პირდება, თუმცა ასტროლოგების თქმით, სამი ზოდიაქო განსაკუთრებით ფრთხილად უნდა შეხვდეს თვეს. ეს არ ნიშნავს უიღბლობას — უბრალოდ საჭიროა მეტი სიფრთხილე გადაწყვეტილებებში, ურთიერთობებსა და...

დაწვრილებითDetails

დეკემბრის იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

დეკემბერი 1, 2025
171
მთავარი

ასტროლოგიური კალენდრის მიხედვით, დეკემბერი ენერგეტიკულად აქტიური თვეა, სადაც რამდენიმე განსაკუთრებული დღე სხვადასხვა ნიშნებისთვის წარმატებას, მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას და დადებით შეჯახებებს მოიტანს. ქვემოთ წარმოდგენილია თვეში ის თარიღები, როდესაც ზოდიაქოს ნიშნებს...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში 3 კვირიანი ძებნის შედეგ ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

დეკემბერი 1, 2025
1.4k
მთავარი

ქუ­თა­ის­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს ქალი, რო­მელ­საც 3 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. "ინფო იმე­რე­თის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 32 წლის ქალს და­ახ­ლო­ე­ბით 3 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ნივ­თე­ბი ბო­ლოს გუ­მა­თ­ჰე­სის წყალ­სა­ცავ­თან იპო­ვეს. მაშ­ვე­ლე­ბი სამ­ძებ­რო...

დაწვრილებითDetails

„კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის – Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს

დეკემბერი 1, 2025
64
მთავარი

„კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს ევროპაში წამყვანი სამედიცინო, ველნეს და სპა-ოპერატორი Ensana ქართულ ბაზარზე შემოდის და საირმეში იწყებს ოპერირებას. Ensana 2026 წლიდან...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».