LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
5 თანამედროვე ქართველი ავტორის ბესტსელერები

5 თანამედროვე ქართველი ავტორის ბესტსელერები

დაპოსტა 2023/07/15-ში
A A
177
ნახვა
გაზიარება

ტექნოლოგიების სამყაროში ლიტერატურის ჩანაცველბას კვლავ ვერაფერი ახერხებს. თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში გვყავს მწერლები, რომლებიც ქმნიან შთამბეჭდავ  ნაწარმოებებს და იწვევენ  დაუვიწყარ  ემოციებს.

“მეგა ტვ” გთავაზობთ 5 ქართულ ბესტსელერს,  რომელიც განსაკუთრებით  პოპულარულია ახალგაზრდებში.

მერვე სიცოცხლე – ნინო ხარატიშვილი   საქართველო,1900 წელი: შოკოლადის ცნობილი მწარმოებლის ქალიშვილის, სტასიას დაბადებით იწყება  ეს ამაღელვებელი ოჯახური  საგა, რომელიც  ექვს   თაობას  მოიცავს. სტასია შეძლებულ საზოგადოებრივ ფენაში იზრდება და ძალზე ახალგაზრდა ცოლად მიჰყვება თეთრგვარდიელ სიმონ ჯაშს, რომელსაც ოქტომბრის რევოლუციის წინა საღამოს მეუღლისაგან შორს, პეტროგრადში გზავნიან. როდესაც სტალინი ქვეყნის სათავეში დგება, სტასია თავის ორ შვილთან, კიტისა და კოსტიასთან ერთად თბილისში, თავის დასთან, ქრისტინესთან, თავბრუდამხვევი სილამაზით ცნობილ ქალთან, აფარებს თავს. მაგრამ საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი ლავრენტი ბერია მას თვალს დაადგამს, რასაც საბედისწერო შედეგი მოჰყვება. 

გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის რომანის, „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)” მიხედვით სერიალს გადაიღებენ. 

“შაშვი შაშვი მაყვალი”  – თამთა გელაშვილი ნაწარმოებში შუახნის  მარტოხელა ქალი  ეთერო პატარა ქალაქის მკვიდრია და თავისსავე  მაღაზიაში  მუშაობს. მის ერთფეროვან, უშფოთველ ცხოვრებას თითქოს არაფერი  ემუქრება, მაგრამ ერთ დღეს  მოულოდნელი ინციდენტი შეემთხვევა  და მისი დალაგებული ცხოვრება თავდაყირა დგება. წიგნის მიხედვით ელენე ნავერიანმა ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, რომელიც არაერთი საერთაშორისო პრიზის მფლობელი გახდა.

რომანის მიხედვით ნიკა ჩიკვაიძემ  ზუგდიდის თეატრში ამავე სახელწოდების სპექტაკლი დადგა. სპექტაკლი ტაბუირებულ თემებზეა, იმ ქალების ცხოვრებაზე, რომლებიც საზოგადოების მხრიდან წნეხის გამო ვერ ბედავენ სექსუალური პარტნიორი ჰყავდეთ. ​

“რატომ კვდებიან  კუბიდონები” – ნიკოლოზ ტოტოღაშვილის წიგნი, რომელშიც ავტორმა სხვა  ადამიანების გრძნობათა პალიტრის მართვა  ამჯერად ადამიანის სახიერებით მოვლენილ ღვთიურ ჯადოქრებს (სულებს) მიანდო.  ისინი ამ  გრძნობის გამღვიძებელნი არიან. ეძებენ, პოულობენ, ცდილობენ იდეალური  წყვილები  შეახვედრონ და მათი  გულები ერთმანეთს  სამუდამოდ დაუკავშირონ.

“ცდუნება” – ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი. წიგნში ხელოვანი გოგონასა და წარმატებული საქმიანი კაცის სასიყვარულო ურთიერთობაა აღწერილი, რომელიც ძლიერ ვნებაზეა  დამყარებული. ამ ორი ადამიანიდან  ერთისთვის მთავარია  თავისუფლება  და ძლიერი, რომანტიკული  გრძნობა, ხოლო მეორესთვის – საკუთარი ბიზნეს ინტერესები.  როგორი გაგრძელება შეიძლება  ჰქონდეს  ასეთ  სიყვარულს?  სასწორის  მეორე  მხარეს კი არის  ურთიერთობა , დამყარებული სულიერ  სიახლოვეზე, მზრუნველობასა და უანგარო სიყვარულზე. ძალიან  რთულია გააკეთო სწორი არჩევანი, ძნელია გაუძლო ცდუნებას.

“მოპარული სიყვარული” თინათინ ბერიძის წიგნში რაჩვეულებრივი, ნიჭიერი, მგრძნობიარე ახალგაზრდების გზები შემთხვევით გადაიკვეთება, აი ისე, რომ იტყვიან ზოგჯერ ასეც ხდებაო. ნაწარმოებშიც ასეა შემთხვევითობამ ან უწყინარმა ხუმრობამ შეიძლება სრულიად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება.  წიგნის მოყვარულთა მიერ ამოჩემებული პატარა, მყუდრო კაფეს ირგვლივ განვითარებული დიდი სიყვარულის ამბავი, სიკეთით სავსე დრამატული მოვლენები – ასეთია წიგნი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.

გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენ რომელ წიგნს ირჩევთ

მოამზადა: გიორგი ტუსკაძე

გაზიარება71

დაკავშირებული -პოსტები

მეგობრისთვის თავგანწირული ინგუში ბიჭის ამბავი

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
მეგობრისთვის თავგანწირული ინგუში ბიჭის ამბავი
მთავარი

ინგუშეთში 8 წლის ხიზირ დერბიჩევის ძებნა უკვე მერვე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. პატარა ბიჭი 15 ივნისს მდინარე სუნჟაში გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც მეგობრის გადასარჩენად წყალში გადახტა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ბავშვი...

დაწვრილებითDetails

ლარი გამყარდა – რამდენად შეიძენთ დოლარს და ევროს 23 ივნისს

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6487 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6505 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0018...

დაწვრილებითDetails

პოლონეთში დაღუპული ქართველი ბიჭი ჯაბა თავართქილაძეა

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
პოლონეთში დაღუპული ქართველი ბიჭი ჯაბა თავართქილაძეა
მთავარი

პოლონეთში 23 წლის საქართველოს მოქალაქე ტბაში დაიხრჩობათუმის მცხოვრები, 23 წლის ჯაბა თავართქილაძე, პოლონეთში ტბაში დაიხრჩო.ჯაბას მეგობრების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი პოლონეთის ქალაქ ზარიში ( Zary) სამუშაოდ იმყოფებოდა.

დაწვრილებითDetails

საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელების თითქმის მესამედი რუსეთის მოქალაქეა

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელების თითქმის მესამედი რუსეთის მოქალაქეა
მთავარი

საქართველოს მოქალაქეთა რიცხოვნობა 2014 წელთან შედარებით 2.5 %-ით გაიზარდა და 3 775 415 კაცი შეადგინა, თუმცა მათი წილი მთლიან მოსახლეობაში, აღწერათაშორის პერიოდში 99.2 %-დან 96.1 %-მდე შემცირდა - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

საქართველოში 200 სოფელი გაუკაცრიელებულია, 278-ში კი 10 კაცზე ნაკლები ცხოვრობს – საქსტატი

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
რის შეძენაში დაემხარება მთავრობა მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებლებს
მთავარი

საქართველოში სულ 3 617 სოფელია, აქედან 3 417 დასახლებული, ხოლო 200 დაუსახლებელი - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა - 2024-ის დაზუსტებულ მონაცემებში. ამავე მონაცემების მიხედვით,...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო ახალ ამინდის პროგნოზს აქვეყნებს: 23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი: უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.. ქ. თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია...

დაწვრილებითDetails

იმერეთში მოსახლეობის რაოდენობა 23 165-ით, 4.3%-ით შემცირდა – საქსტატი

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
საქართველოში 219 700 უმუშევარია – საქსტატი
მთავარი

იმერეთში მოსახლეობის რაოდენობა 23 165-ით, 4.3%-ით შემცირდა - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგებში ვკითხულობთ. "2014 წლის აღწერასთან შედარებით, მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვანი მატება, ქ. თბილისის...

დაწვრილებითDetails

პოლონეთში 23 წლის ქართველი ბიჭი დაიღუპა

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

პოლონეთში 23 წლის ქართველი კაცი ტბაში დაიხრჩო - ინფორმაციას Marneuli News ge ავრცელებს და წერს, რომ დაღუპული ბათუმის მკვიდრია. მათივე ცნობით, ახალგაზრდა კაცი პოლონეთის ქალაქ ზარიში სამუშაოდ იმყოფებოდა.

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

22 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"