LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
5 ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მამაკაცი გარდაიცვალა

5 ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მამაკაცი გარდაიცვალა

დაპოსტა 2021/02/20-ში
A A
69
ნახვა
გაზიარება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე თავდაპირველად ბრალდებული, 85 წლის ომარ გამყრელიძე, საქმის სასამართლო განხილვის დასრულებამდე გარდაიცვალა.

დამნაშავედ ხუთი ადამიანის მკვლელობისათვის, თელავის რაიონულმა სასამართლომ, მისი ვაჟი, ნოდარ გამყრელიძე სცნო და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თავად ომარ გამყრელიძის მიმართ კი, სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვა ჯერაც არ დასრულებულა.

85 წლის მოხუცისათვის ბრალის გადაკვალიფიცირება გამოძიების გარკვეულ ეტაპზე მოხდა და მას, განზრახ მკვლელობის ნაცვლად, მკვლელობაში დახმარება ედებოდა ბრალად.

გამოძიების ვერსიით, ომარ გამყრელიძე, საკუთარ შვილს, დედის, ელზა გამყრელიძის მკვლელობაში დაეხმარა და მას გეკოს ტიპის იარაღი გადასცა.

გამყრელიძის ადვოკატი, გილერ ენდელაძე „პრაიმტაიმთან“ განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულის მტკიცებულებები საქმეში არცერთ ეტაპზე არ იყო.

„ყანდაურას ამბავი უპრეცედენტო დანაშაულია- ხუთი გარდაცვლილი საქმეში, ხანდაზმული ბრალდებული, რომელიც სხვების დახმარებით გადაადგილდებოდა და არცერთი მტკიცებულება, რომ მან დანაშაული ჩაიდინა. სამწუხაროდ, ის სიმართლის დადგენას ვერ მოესწრო, მოწმეების მოყვანა ისე გაიწელა, რომ საქმის განხილვა ჯერაც არ დასრულებულა. ვაპირებ, ომარ გამყრელიძის მიმართ საქმის შეწყვეტის შუამდგომლობა დავაყენო“, – განაცხადა ენდელაძემ.

გახმაურებული მკვლელობის საქმის არსებითი განხილვის დროს, გამოიკვეთა, რომ გეკოს ტიპის იარაღზე, ომარ გამყრელიძის კვალი აღმოჩენილი არ იყო. ექსპერტიზამ ვერ დაადგინა ისიც, რომელი იარაღიდან იყო დაჭრილი, ბრალდებულის მეუღლე, ელზა გამყრელიძე, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.

რაც შეეხება, ოთხ გარდაცვლილს, ოთხივე მათგანი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით იყო მოკლული, ხოლო ავტომატი, რომლითაც სავარაუდოდ ადამიანები დახოცეს, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი არ ყოფილა.

ომარ გამყრელიძე, პატიმრობიდან, მოსამართლე მამუკა წიკლაურმა, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლა.

ხანდაზმული ბრალდებულის შემდეგ, პატიმრობა გირაოთი შეეცვალა, მის შვილიშვილს, 22 წლის ომარ გამყრელიძესაც.

ახალგაზრდა მამაკაცს, ბრალი სიახლის სამართლის კოდექსის 236- ე მუხლით, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ჰქონდა წაყენებული.

ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე, უფროსი და უმცროსი გამყრელიძეების საქმეს, სასამართლო გაერთიანებულად იხილავდა.

ამიტომ, გარდაცვლილი ომარ გამყრელიძის საქმის დასრულებასთან ერთად, სასამართლომ უმცროსი გამყრელიძის ბრალეულობის საკითხიც უნდა დაადგინოს.

გამყრელიძეების ოჯახში მომხდარი უმძიმესი მკვლელობის შესახებ, ბრალდების მხარე, ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.

კერძო საუბარში, „პრაიმტაიმისათვის“ მხოლოდ იმის განმარტება მოხდა, რომ ჯერჯერობით გადასაწყვეტია, ხანდაზმული ბრალდებულის გარდაცვალების გამო, საქმის შეწყვეტა, თუ მთლიანად ბრალზე უარის თქმა მოხდება.

მკვლელობა ყანდაურაში, 2019 წლის 3 მაისს მოხდა.

შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა ომარ გამყრელიძის შვილი, რძალი და ორი მეზობელი.

მძიმედ დაიჭრა, გამყრელიძის მეუღლე, რომელიც საავადმყოფოში ორკვირიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ, გარდაიცვალა.

გახმაურებული მკვლელობის დეტალებსა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, ექსკლუზიური მასალა „პრაიმტაიმმა“ რამდენჯერმე გამოაქვეყნა.

PRIMETIME.GE

გაზიარება28

დაკავშირებული -პოსტები

შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
მთავარი

საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც დაიკავებს მამუკა მდინარაძე.   საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც დაიკავებს მამუკა მდინარაძე.  ...

დაწვრილებითDetails

ტაქსის მძღოლმა ბენზინი გადაისხა – კაცი კლინიკაშია გადაყვანილი

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
თბილისში 18 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ გაზის გაჟონვას ემსხვერპლა
მთავარი

ქარელში მამაკაცმა ბენზინის წაკიდების შედეგად დამწვრობა მიიღო - Qartli.ge-ს ცნობით, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცი ტაქსის მძღოლია. ემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც ,,ქართლის ამბებს" კლინიკაში განუცხადეს, დამწვრობა 70-80%...

დაწვრილებითDetails

ქობულეთში ქალი დაჭრეს – შსს მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ ქალზე ფიზიკურად იძალადეს – “აჭარა თაიმსი”

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

ქობულეთში ქალი დაჭრეს - შსს მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ ქალზე ფიზიკურად იძალადეს - ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. ქობულეთში დაჭრის ფაქტი დაფიქსირდა. ადგილობრივთა თქმით, შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა, სადაც კაცმა ქალი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში დაკარგული ტაილანდელი იუთუბერი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
საქართველოში გაუჩინარებულ ცნობილ ტაილანდელ ვლოგერს ეძებენ
მთავარი

საქართველოში დაკარგული ტაილანდელი იუთუბერი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც  ცნობილია, ის საკუთარ დროებით საცხოვრებელში, გარდაცვლილ მდგომარეობაში ნახეს. ინფორმაციას bmg ავრცელებს. შსს-ს ცნობით, საკითხზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე...

დაწვრილებითDetails

ია ანთაძე წერს, რომ პირველი არხის საიტიდან გაქრა მისი 350 ინტერვიუ

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ია ანთაძე წერს, რომ პირველი არხის საიტიდან გაქრა მისი 350 ინტერვიუ
მთავარი

ია ანთაძე საზოგადოებრივ მაუწყებელს კითხვით მიმართავს, სად გაქრა არხის საიტიდან მისი 350 ინტერვიუ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. 1TV.GE უკაცრავად, მაგრამ პირადად რომ დავეკითხო, ისეთი გულშემატკივარი მანდ აღარ მეგულება და...

დაწვრილებითDetails

“ტორპედო ქუთაისი” გულშემატკივრებთან შეხვედრას აანონსებს და განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
“ტორპედო ქუთაისი” გულშემატკივრებთან შეხვედრას აანონსებს და განცხადებას ავრცელებს
მთავარი

“ტორპედო ქუთაისი” გულშემატკივრებთან შეხვედრას აანონსებს და განცხადებას ავრცელებს. "გულშემატკივრებთან ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია “ტორპედოსთვის” განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, 1-ელ აგვისტოს, 13:00 საათზე, “შენგელია არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში “ტორპედოს“ ხელმძღვანელობა...

დაწვრილებითDetails

ფასდაკლებული პროდუქტების ჩამონათვალს ჰიგიენის საშუალებებიც ემატება

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
იმერეთზე სუპერმარკეტების შემოსავალების მხოლოდ 7.4% მოდის – რომელი რეგიონია ლიდერი
მთავარი

ფასების შედარების სახელმწიფო პორტალზე, სასურსათო პროდუქტებთან ერთად, უახლოეს დღეებში 10-მდე არასასურსათო, ყოველდღიური მოხმარების ჰიგიენის პროდუქტიც გამოჩნდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „რითეილ ასოციაციის“ თავმჯდომარემ სოფო ქაშაკაშვილმა განუცხადა, ქსელებმა ინფორმაციის ატვირთვა უკვე დაიწყეს და...

დაწვრილებითDetails

პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს, 60 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ოზურგეთის ერთ-ერთი ა(ა)იპ-დან შშმ პირი სხვისი დაწერილი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს
მთავარი

პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელს 60 000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდეს - გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. დავით ჭითანავა საპატიმროს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს. "პირველების" ინფორმაციით, პროკურატურა პროცესზე...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების ქსელის 3 წევრი დააკავეს – სუს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
სუსი, გალში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებულები არიან უცხო ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი...

დაწვრილებითDetails

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურამ "კანონიერი ქურდობის", "ქურდული სამყაროს" წევრობის, მხარდაჭერის და მიმართვის ფაქტებზე 33 პირს ბრალი უკვე წარუდგინა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულები მითითებებს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"