ტუნისის საზღვაო ფლოტმა 487 მიგრანტი, რომლებიც გადატვირთული ნავებით ევროპაში ჩასვლას ცდილობდნენ, დახრჩობისგან იხსნა, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
ნავზე ეგვიპტიდან, სირიიდან, სუდანიდან, პაკისტანიდან, ეთიოპიიდან და პალესტინიდან მიმავალი მიგრანტები იმყოფებოდნენ. მათ შორის 13 ქალი და 93 ბავშვი იყო.
ბოლო წლების განმავლობაში ასობით ათასმა ადამიანმა ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში არალეგალურად ჩასვლა სცადა. ბევრი მათგანი თავის ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტსა და სიღარიბეს გაურბოდა.