“ტომი და ჯერი” “მადაგასკარი” “სასტუმრო ტრანსილვანია” – ცნობილი ანიმაციური გმირები ქუთაისის ქუჩებში გამოჩნდნენ.
”ტომი და ჯერი” ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე დარბიან, ”მადაგასკარის” გმირები შადრევანში იმალებიან, ”სასტუმრო ტრანსილვანიას” პერსონაჟები კი თეთრ ხიდზე სეირნობენ.
ფოტო-ანიმაციების ავტორი ქუთაისელი ანიმატორი ლუი კაცაძეა, რომელიც ”მეგა ტვ”-თან საუბრისას ამბობს რომ სერიის გაგრძელება უნდა, იდეა კი პანდემიის დროს დაიბადა:
“იდეა პირველ რიგში სხვების გახალისება იყო და შემდეგ პანდემიის გამო სახლში ყოფნისგან უზღვავი დროის გაყვანის ერთ-ერთი გზა. დიდი ალბათობით გავაგრძელებ და დრო და დრო ალბათ სიახლეებიც მექნება. თავიდან მხოლოდ ფოტო კოლაჟი იყო ბოლო ორ ფოტოს მოკლე ტექსტიც დავურთე, ალბათ რაღაცს კომიქსის მსგავსი იქნება მანამ სანამ პანდემიის გამო სახლში ვარ.” – ამბობს ანიმატორი ლუი კაცაძე.