ბათუმის აეროპორტიდან აფრენილი მცირე ზომის თვითმფრინავი, რიზესთან ახლოს, ზღვაში ჩავარდა.
ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. შემთხვევა დღეს, 9 სექტემბერს მოხდა.
ბორტზე ორი მგზავრი იმყოფებოდა. თურქმა მაშველებმა ორივეს გადარჩენა მოახერხეს.
“სასწავლო თვითმფრინავი, რიზე-ართვინის აეროპორტიდან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 4 მილის დაშორებით, ზღვაში ავარიულად დაეშვა.
ჩვენმა სანაპირო დაცვის ჯგუფებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამაშველო ოპერაცია.
თვითმფრინავის ბორტზე ბელგიის ორი მოქალაქე იმყოფებოდა. პირველადი შემოწმებით დადგინდა, რომ ორივე პირი ჯანმრთელადაა.
არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი საქართველოდან, ბათუმიდან აფრინდა და ძრავის გაუმართაობის გამო საკონტროლო კოშკს დაუკავშირდა, რათა რიზე-ართვინის აეროპორტში დაშვების ნებართვა ეთხოვა, ამის შემდეგ კი ზღვაში ავარიულად დაეშვა.
ინცინდენტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება,” – ამბობს მომხდარ ფაქტზე რიზეს გუბერნატორი.
მისი კომენტარი თურქულმა მედიამ გაავრცე










