საქართველოში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მათ შორის არის ქუთაისში მიმდინარეობს. აქ ასევე მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიცაა.
ქუთაისში არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები უპირისპირდებიან.
ქუთაისში მაჟორიტარობისთვის იბრძვიან: №5 – გრიგოლ ვაშაძე, №41 – ზაზა ლომინაძე
მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური კი, ქუთაისის №59-ე ოლქში იმართება და ერთმანეთს №5 – გრიგოლ შუშანია და №41 – იოსებ ხახალეიშვილი დაუპირისპირდებიან.
გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
როგორც ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომიის თავმჯდომარემ ლარინა ლალიაშვილნა განაცხადა ქუთაისში მოქმედი 130 საარჩევნო უბიდან 8 საათზე ყველა გახსნილი იყო. ეპიდვითარებიდან გამომდიბარე ქალაქში 7 სპეც უბანია გახსნილი. აქედან 6 სტაციონარულ დაწესებულებებსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ემსახურება,1 კი ქუთაისის მე-2 სასჯელაღსურულების დაწესებულებაშია გახსნილი. ქუთაისის სპეც უბნებზე ხმას აძლევს 620 პირი. ქუთაისში სულ 154 928 ამომრჩეველია რეგისტრირებული.