მესტიაში, მდინარეში შუა ხნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც ავტომანქანით ხევში ოთხი დღის წინ გადავარდა.
შემთხვევა სოფელ მულახში მოხდა. როგორც სოფლის რწმუნებულმა ვასო ზურებიანმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ცხედარი დღეს იპოვეს.
შუა ხნის მამაკაცი საკუთარი ავტომანქანით ხევში 12 ივნისს გადავარდა. მაშველებმა იმავე დღეს მხოლოდ ავტომანქანის ამოყვანა შეძლეს.