LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
30 წუთის განმავლობაში 1 200°C-ს უძლებს – ქართული სტარტაპი რომელმაც $160 000-იანი ინვესტიცია მოიპოვა

30 წუთის განმავლობაში 1 200°C-ს უძლებს – ქართული სტარტაპი რომელმაც $160 000-იანი ინვესტიცია მოიპოვა

დაპოსტა 2021/01/12-ში
A A
199
ნახვა
გაზიარება

ELVEN TECHNOLOGIES ქართული სტარტაპია, რომელიც მეხანძრის მაღალტექნოლოგიურ უნიფორმას ქმნის. მათი პროდუქტი ინოვაციურია იმით, რომ სრულიად ცეცხლგაუმტარია (30 წუთის განმავლობაში 1200°C-ს უძლებს) და აქვს ამ ეტაპზე ბაზარზე არსებული ერთადერთი შიდა გაგრილების სისტემა მთელ სხეულზე. ამ ორ ახალ მახასიათებელს აქვს პოტენციალი, მოხსნას მეხანძრეთა უსაფრთხოების პრობლემა. ასეთი სახით მეხანძრეს საშუალება აქვს შეუფერხებლად იმუშაოს ალმოდებულ შენობაში და ზიანის გარეშე გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გარდა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა, უნიფორმა ამოწმებს მეხანძრის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამ მონაცემს საკონტროლო ცენტრს გადასცემს.

Elven Technologies-ის გუნდმა პირველი საინვესტიციო რაუნდი და 2020 წელი 160 000$-ის ინვესტიციით დახურა. აღსანიშნავია, რომ ამ “რაუნდში” ცხრა ინვესტორი მონაწილეობდა.

ჩვენ სტარტაპის თანადამფუძნებელს, სანდრო ჩუბინიძეს ვესაუბრეთ. სანდრო სტარტაპის მიზნებზე, უპირატესობებზე, ინვესტიციის მოპოვების მნიშვნელობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე გვესაუბრა.

“ჩვენი სტარტაპის მთავარი მიზანია გავაუმჯობესოთ, დავხვეწოთ, და გამოვიგონოთ სხვადასხვა ტექნოლოგიები Personal Protective Equipment(PPE) სფეროში. პროდუქტის კუთხით პირველები ვართ, ვინც კონკრეტულ ინოვაციურ მატერიას ვიყენებთ ცეცხლგამძლე უნიფორმის გასაკეთებლად. ეს მატერია რთულად “დასამორჩილებელია” და აბსოლუტურად სხვა ინდუსტრიაში გამოიყენება, თუმცა ჩვენ შევძელით, რომ შეგვექმნა პროტოტიპი, რომელიც უკვე ტესტირებას გადის”, — გვითხრა სანდრომ.

რაც შეეხება ინვესტიციას, მძიმე 2020 წლის მიუხედავად, სტარტაპმა საკმაოდ დიდი დაფინანსება მოიპოვა. სანდროს თქმით, ამისთვის გუნდმა ძალები არ დაიშურა და ძალიან ბევრი იშრომა.

“160 000$-დან 45 000$ ქართველი ინვესტორებისგან მოვიპოვეთ. ამ 45 000 დოლარის აწევის შემდეგ, ჩვენ უფრო დიდ დაფინანსებას ვეძებდით, თუმცა ასეთი ინვესტორი საქართველოში ვერ ვიპოვეთ. საბედნიეროდ, მალე სილიკონ ველიდან ვენჩერული სტუდიო Technovate გამოჩნდა, რომელმაც 50 000$ გამოგვიყო. ამის შემდეგ ჩვენ მოვიპოვეთ GITA-ს 650 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტი და მათგან ავწიეთ დანარჩენი 65 000$. ამ თანხით აუცილებელ დანადგარებს და მატერიალებს შევიძენთ. ასევე, ვიქირავებთ სამუშაო ოფისს”, — გვითხრა სანდრომ.

სანდრო და მისი მეგობრები დაფინანსების გამოყენებით, მეხანძრის უნიფორმის დახვეწას და საბოლოო პროდუქტამდე მიყვანას გეგმავენ. სტარტაპში ვარაუდობენ, რომ ამისთვის 6-9 თვე დასჭირდებათ. ამ დროის შემდეგ, მათ სილიკონ ველიზე გამგზავრება სურთ. ამ ყველაფრის კულმინაცია და მთავარი მიზანი კი, როგორც სანდრო ამბობს, ულტრათანამედროვე კოსტიუმის დამზადებაა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსში გამოიყენებენ. მეტიც, სტარტაპში გეგმავენ, რომ პირველ მარსელ კოლონისტებს სწორედ მათი კოსტიუმები ეცმევათ.

on.ge

გაზიარება80

დაკავშირებული -პოსტები

14 ივლისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
სანამდე შენარჩუნდება მზიანი ამინდები საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტეს ჩრდილო მთიან...

დაწვრილებითDetails

ტრაგედია გორში – ცნობილია ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ვინაობა

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
ტრაგედია გორში – ცნობილია ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ვინაობა
მთავარი

გორ­ში ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი 3 წლის ბავ­შვი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი გვი­დას­ტუ­რე­ბენ.   Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლი ქალი ანი ბე­რი­ა­ნი­ძეა, რო­მე­ლიც მცი­რე­წლო­ვან ქა­ლიშ­ვილ­თან ერთდ და­ი­ღუ­პა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჰყვე­ბი­ან, ისი­ნი ზებ­რა...

დაწვრილებითDetails

გორში ავარიის შედეგად დაშავებული 3 წლის ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
ფულზე როგორ გამყიდე  – 23 წლის ბიჭის ემოციური წერილი დედას
მთავარი

გორში ავარიის შედეგად დაშავებული 3 წლის ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა. წუხელ, გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქვეითად მოსიარულე ქალს და მის 3 წლის შვილს ავტომანქანა დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა....

დაწვრილებითDetails

ნალექი, სეტყვა და ძლიერი ქარი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს:   უახლოეს დღეებში საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.   თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

მძიმეა 3 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
მძიმეა 3 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა
მთავარი

3 წლის ბავშვს, რომელსაც ცოტა ხნის წინ გორში ავტომობილი დაეჯახა, თბილისში, ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანენ. ,,ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ამ წუთებში, გამოძახებულია რეფერალური ჯგუფი, რომელიც მცირეწლოვანს გორის კლინიკიდან თბილისში გადაიყვანს. ინფორმაციისთვის, ქვეითად მოსიარულე...

დაწვრილებითDetails

საშინელი ტრაგედია ჩვენ ქალაქში – ავტომობილი დედა-შვილი დაეჯახა

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

გორში ავტომობილი დედა შვილს დაეჯახა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმა რომ ორივე დაიღუპა, თუმცა როგორც ცნობილია ავარიას დედა ემსხვეროლა, 3 წლის ბავშვი კი მძიმე მდგომარეობაშია. ,,საშინელი ტრაგედია ჩვენ ქალაქში. ჭავჭავაძის გამზირზე დედა...

დაწვრილებითDetails

ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია – გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია – გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი
მთავარი

ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. N1 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა ჩვენი სკოლის თანამშრომელი, ჩვენი მოსწავლეების დედა, თამარ ჟიჟილაშვილი. სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია – არიან დაშავებულები

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
მძიმე ავარია – არიან დაშავებულები
მთავარი

მძიმე ავარია მოხდა მარნეული-სადახლოს გზაზე. ერთმანეთს „ტოიოტას“ მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ორივე ავტომობილის მძღოლი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

დაწვრილებითDetails

“ჭიათურის სოფელ შუქრუთს ახალი უბედურება ემუქრება”

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
“ჭიათურის სოფელ შუქრუთს ახალი უბედურება ემუქრება”
მთავარი

ჭიათურის სოფელ შუქრუთს ახალი უბედურება ემუქრება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გვერდი "ჭიათურა"  წერს. "მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, მანგანუმის ფართომასშტაბიან მოპოვებას ცდილობენ 2026 წელს გაცემული ნებართვით კომპანია და სისტემა. სოფლის მოსახლეობა...

დაწვრილებითDetails

თუ ვინმეს დროებით სთხოვეს ტაძრიდან გასვლა ბავშვის დასამშვიდებლად, ეს არ ნიშნავს ადამიანის ეკლესიიდან განდევნას – მიტროპოლიტი ანტონი

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
“დედა თავისი პატარა შვილით ტაძრიდან გააგდო” – რა მოხდა ბაღდათის ტაძარში
მთავარი

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, მეუფემ წირვის მიმდინარეობისას ბავშვს ხმაურის გამო უსაყვედურა. "გუშინ სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, რომელიც გამიზნულია აშკარა დისკრედიტაციის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"