,,გასული 24 საათის განმავლობაში “კლინიკა ბომონდის” კოვიდცენტრის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში სამი ახალშობილი გაჩნდა.
“გასული 24 საათის განმავლობაში სამი საკეისრო კვეთა ჩატარდა. პაციენტებს შორის იყო ორი ორსული, რომლებიც კატასტროფის ბრიგადამ ბათუმიდან მძიმე მდგომარეობაში გადმოიყვანა. ამ ეტაპისათვის, მელოგინეებისა და ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,”-ამბობს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი გიორგი სხილაძე.
მედიკოსი აქვე საზოგადოებას მიმართავს და მათ ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
“მინდა მივმართო საზოგადოებას და ვთხოვო: აიცერით ხალხო, გაუფრთხილდით ერთმანეთს, ნუ დაკარგავთ და ნუ გააუფასურებთ ერთმანეთის სიცოცხლეს….
შეგვიცოდეთ სამედიცინო პერსონალი, კლინიკები გადაჭედილია, 24 -საათიან რეჟიმში ვმორიგეობთ, კვირაში 7 დღე. ამდენ პაციენტს ფიზიკურად ვერ დაიტევს კლინიკები და ფიზიკურად ვერ გავწვდებით, ჩვენი ადამიანური რესურსიც ამოწურვადია,”-ამბობს მედიკოსი.
ცნობისთვის, “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში ამ დროისთვის მკურნალობის კურსს 32 ორსული გადის.
მადლობა, რომ გვენდობით???”
ინფორმაციას კლინიკა სოცოალურ ქსელში ავრცელებს.










