პაკისტანში 274 მეტრის სიმაღლეზე გაჩერებულ საბაგიროს კაბინაში მყოფი რვავე ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ინფორმაციას „ბიბისი“ პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საოცარი გუნდური მუშაობა აჩვენეს სამხედროებმა, სამაშველო განყოფილებებმა, რაიონის ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა მოსახლეობამ“, – წერს პაკისტანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ანვაარ ულ ჰაკ კაკარი „ტვიტერის“ გვერდზე.
ცნობისთვის, პაკისტანში საბაგიროს დაზიანების შედეგად, კაბინა 274 მეტრის სიმაღლეზე გაჩერდა. კაბინაში მყოფ რვა ადამიანს შორის ექვსი ბავშვი იყო.
შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ბატაგრამში მოხდა. საბაგიროს გამოყენებით ბავშვები სკოლაში მიდიოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი კაბელი გაწყდა და კაბინა მაღალ სიმაღლეზე გაჩერდა.










