25 თებერვალს საქართველოს ოკუპაციიდან 100 წლის თავზე საქართველოს პარლამენტთან აქცია დაიგეგმა:
“ზუსტად 100 წლის წინ – მაშინ, როცა ვხარობდით მოპოვებული თავისუფლებით, ვაფუძნებდით თანამედროვე სახელმწიფოს, ვატარებდით პროპორციულ არჩევნებს, ვწერდით მსოფლიოში ყველაზე პროგრესულ კონსტიტუციას, რომლის დემოკრატიული პრინციპებიც დღემდე სანატრელად გვაქვს და ბოლოსდაბოლოს, ვიწყებდით ცხოვრებას ჩვენს ჭკუაზე (და პირველ რიგში სწორედ ამიტომ) – საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და მას შემდეგ ჩვენს მიწას რუსული ჩექმა ადევს.
ზუსტად 100 წლის წინ დაიწყო ქართული აზრის დევნის, ქართული სახელმწიფოს შესახებ მახსოვრობის განადგურების, ქვეყნის ინტელექტუალური ძრავის მოშლისა და თაობათა ცნობიერების დამახინჯების საუკუნოვანი ოპერაცია.
მაგრამ, ზუსტად 100 წლის წინ, როცა თბილისს ყველა მხრიდან უტევდნენ, ჩვენმა დიდმა ბაბუებმა და ბებიებმა შეძლეს განწირული ბრძოლისთვის მობილიზაცია და უანგარო თავდადების მორიგი მაგალითის შექმნა.
აი ასე, ზუსტად 100 წლის წინ, ჩვენებმა შეგვახსენეს, რომ არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ღირსება. ეს ბრძოლა საქართველოსთან ერთად დაიწყო. ეს ბრძოლა გრძელდებოდა მაშინაც, როცა საქართველოსგან ამ ბრძოლის გარდა აღარაფერი დარჩა. სანამ ეს ბრძოლა გაგრძელდება, გაგრძელდება საქართველოც.
საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრის მორიგი დესპოტი მმართველი ამბობს და საქმითაც ამტკიცებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საუკუნის ტრაგედიად მიაჩნია. ჩვენ კი, დარწმუნებულები ვართ და საქმითაც ვამტკიცებთ, რომ საუკუნის ტრაგედია მისი დაბადება იყო!!!
თებერვლის და მარტის ეს თარიღები საქართველოს თითოეული მოქალაქის კალენდარში გამორჩეულ ადგილს იმსახურებს, რადგან ოკუპაცია გრძელდება, ხან ხისტი, ხანაც არანაკლებ ხისტი “რბილი ძალით”. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წლის თავზეც ვერ ვაქციეთ ჩვენი სუვერენიტეტი პოლიტიკური სპექტრის უპირობო პრიორიტეტად და არათუ გავთავისუფლდით რუსეთისგან, კიდევ უფრო დავუახლოვდით მას.
ასეთ ვითარებაში კი ცოდნა და ინფორმირებულობა თავდაცვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იარაღი ხდება.
2021 წლის 25 თებერვალს, თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები
ვიკრიბებით რუსთაველზე, საქართველოს პარლამენტთან!
შევიკრიბოთ და გავაგონოთ მსოფლიოს ჩვენი ხმა!
შევიკრიბოთ ჩვენი ამჟამად დატყვევებული თანამოქალაქეების: ზაზა გახელაძის, ირაკლი ბებუას, გენადი ბესტაევის და რამაზ ბეღელურის მხარდასაჭერად!
შევიკრიბოთ იმიტომ, რომ საქართველო გრძელდება!
Never Back To USSR! Never! Ever!” – წერია სირცხვილიას გვერდზე.
"რუსული კანონის წინააღმდეგ ღირსეული პროტესტის მესამე ღამე! ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი 83 დეპუტატი, რომლებმაც ხმა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცეს. ხალხი ყოველთვის იმარჯვებს!" -წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი...
"ამ კანონპროექტს რუსული არ უნდა ეწოდოს. ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იყო, ალბათ, პირველი, ვინც დაიწყო მისი შიდა პოლიტიკური ჰიგიენის მონიტორინგი. სწორედ მათ შემოიღეს ეს პრაქტიკა, ეს არანაირად არ არის...
მიუხედავად ყველაფრისა, მედვედევის მხარდამჭერი განცხადების ფონზე მიიღეს რუსული კანონი პირველი მოსმენით ამით ჯერ არაფერი დამთავრებულა წინ მეორე საკომიტეტო მოსმენაა, მერე მეორე სასესიო და კენჭისყრა, მერე მესამე საკომიტეტო მოსმენა, მერე მესამე...
"შეკრების დაშლა საზოგადოდ მოხდა უმაღლესი ევროპული სტანდარტებით. იყო სამი სამწუხარო ინციდენტი, როდესაც ალბათ პოლიციელებს უმტყუნა ნერვებმა. მაგრამ, რაც შეეხება დაზიანებებს - 5 ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო" - აცხადებს პრემიერი ირაკლი...
"რა გინდა რომ მითხრა - ხვიჩა კვარაცხელია მაგათ აქციის მონაწილეებს უჭერს მხარს? ეს არის მაგათი ხერხი? - რომ გამოვიდნენ და იყენებენ ამას ფეხბურთელების პოსტებს. ჩემს ხელში გაზრდილები არიან. მივმართავ ხვიჩა...
ხალხო, რამე რომ მოხდეს, ესენი ოპოზიციის წევრები გავარდებიან წითელ ხიდზე, ვერ გაასწრებ, როგორც ხდებოდა, ჩვენ უნდა შევაკვდეთ სათითაოდ მართლა, აქ რომ კაცობენ რაღაცებს. აღარ მინდა გავაგრძელო, შეიძლება ემოციებით ზედმეტი მომივიდეს....
გახსოვთ, შარშან და წელსაც იტყუებოდნენ, რომ თითქოს, ყველაფერი იყო გამჭვირვალე. თითქოს, სახელმწიფო უწყებებს ისედაც მიეწოდებოდათ ყველა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რაც საპარლამენტო განხილვამაც დაადასტურა, რომ იყო აბსოლუტურად ტყუილი. ჩვენ ამოვიღეთ...
საქართველოს პრემიერი არასამთავრობო ორგანიზაციებს რევოლუციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, კოკრეტულ ენჯეოებს რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლა სურდათ, თუმცა არ გამოუვიდათ. მისი თქმით, ეს...
"ახლა მე გეტყვით რა იქნება და რა არა! საქართველოში არ იქნება: 1. რევოლუცია‼️ 2. რევოლუციის შემდეგ ომი‼️ 3. უცხო ქვეყნის აგენტების მიერ ბნელი საქმეების კეთება‼️ 4. ნაცების მობრუნება‼️ 5. დამოუკიდებლობის...
თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი რუსულ კანონთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "გვსურს შეშფოთებით გამოვეხმაუროთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც მნიშვნელოვნად ვნებს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, ამჟამინდელ ნებასა და ინტერესებს....