23 წლის სტიქაროსნის, თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები დააკავეს .ინფორმაციას ოჯახის ადვოკატი, ლედი ტუკვაძე ავრცელებს
თემურ ხადური დაკარგულად 2024 წლის 25 აგვისტოდან ითვლებოდა, მისი ცხედარი თერჯოლის სოფელ სიმონეთთან 2024 წლის 28 აგვისტოს იპოვეს. ოჯახის წევრების მტკიცებით, თემურ ხადური სამართალდამცველებმა მოკლეს.









