22 წლის ნიკო კვარაცხელიას სამშაბათს ამაღლების ტაძრიდან გამოასვენებენ, შემდეგ კი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
მოკლულ 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელია პირველი ქართული სოციალური ქსელის, “ფიდსის” შემქმნელი იყო; მონაწილეობდა არაერთ მნიშვნელოვან პროექტში და მას დღეს როგორც წარმატებულ და პროგრესულ ახალგაზრდას, ისე იხსენებენ.
22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე პოლიცია ეჭვმიტანილებს ამ დრომდე ეძებს.