სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს 498.8 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა ყაზახეთი – 910.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 749.3 მლნ. აშშ დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, საქსტატის ცნობით, 2025 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 2 775.0 მლნ. აშშ დოლარით, აშშ – 2 723.7 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 1 985.4 მლნ. აშშ დოლარით.
ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 814.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 38.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 378.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 282.5 მლნ. აშშ დოლარით.
ხოლო უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 3 870.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 358.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 680.3 მლნ. აშშ დოლარით.










