2023 წელს ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 25 209 მოქალაქემ მოითხოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას EU-ს თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სააგენტო ავრცელებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს თავშესაფარს საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში ითხოვდნენ. კერძოდ, გერმანიაში სულ 9 194 ქართველის განაცხადი შევიდა, საფრანგეთში – 7 210, ხოლო იტალიაში – 3 105.
სააგენტოს მონაცემების თანახმად, 2022 წელთან შედარებით, რაოდენობა შემცირებულია. კერძოდ, 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი 28 803-მა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა.










