არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიის უფლებები” კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის 2020 წლის შეფასება გამოაქვეყნა. მთავარ მიგნებებში აღნიშნულია, რომ გასულ წელს უწყებამ რეგულირების საფუძვლითა რეკორდული ოდენობის სანქცია გამოიყენა.
კვლევის მიხედვით კომისიამ ჯამში 260-ჯერ დააკისრა პასუხისმგებლობა მის რეგულირებაში შემავალ სუბიექტებს – ელექტრონული კომუნიკაციების სფერო – 157 სანქცია, ხოლო მაუწყებლობის სფერო – 130.
2020 წელს კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლებს შორის ყველაზე ხშირად “მთავარი არხის” წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება.
“2020 წლის განმავლობაში კომისიამ ერთჯერადად ყველაზე მაღალი ფინანსური ჯარიმა 58 061,76 ლარის ოდენობით კრიტიკულად განწყობილი მედიასაშულების “მთავარი არხის” წინააღმდეგ გამოიყენა. ამასთან, 2020 წელს “მთავარი არხი” ყველაზე ხშირად დასანქცირებული მაუწყებელი იყო”, – წერია კვლევაში.
ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კომუნიკაციების კომისია მხოლოდ დადებით კონტექსტში წარმოაჩენს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებს. “ფორმულას” დაჯარიმებით კი მაუწყებლის შინაარსობრივი კონტროლის საშიში პრეცენდენტი შექმნა.
კვლევა სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.








